ნამცხვარი, რომელიც ბავშვობის წლებს გაგახსენებთ

1366

რბილი შოკოლადის დესერტი, ჩემი ბავშვობიდან.

მზადდება ძალიან მარტივად, რამდენიმე წუთში.

“კარტოფილი” გამოდის ძალიან რბილი და გემრიელი.

ინგრედიენტები

  • კარაქი 100გ
  • კაკაო 5 სუფრის კოვზი
  • ორცხობილა 300გ
  • შედედებული რძე 200გ
  • კონიაკი (სურვილისამებრ) 1 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. ჯამში მოათვსთ დარბილებული კარაქი.
  2. მოასხით შედედებული რძე.
  3. მოაყარეთ გაცრილი კაკაო და კარგად მოურიეთ.
  4. ორცხობილა (მე ვიყენებ “იუბილენოეს”) დააბლენდერეთ ან დააქუცმაცეთ.
  5. დაფხვნილი ორცხობილა დაუმატეთ მასას და მოურიეთ.
  6. სურვილისამებრ დაუმატეთ კონიაკი.
  7. ხელები დაიმუშავეთ მცენარეული ზეთით.
  8. ხელის მეშვეობით დესერტს მიეცით კარტოფილის ფორმა.
  9. მოაყარეთ კაკაო.
  10. მოათვსეთ მაცივარშუ 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!