ძალიან მარტივი, საინტერესო და ორიგინალური სალათის რეცეპტი დაკონსერვებული ანანასითა და ყურძნით

1428

რით გავაკვირვოთ დღესასწაულზე მოსული სტუმრები? რა თქმა უნდა, ახალი კერძებით. ამისთვის სწორედ ჩვენი დღევანდელი სალათის რეცეპტი გამოგადგებათ დაკონსერვებული ანანასით.

ეს სწორედ ის სალათია ფრანგი ბოშებისგან, რომელთანაც მოუწია გამკლავება შერლოკ ჰოლმსს. პიკანტური და საინტერესო, ორიგინალური და დაუვიწყარი გემო.

სალათის რეცეპტი ანანასითა და ყველით

სალათს დაკონსერვებული ანანასითა და ყურძნით, დიასახლისები სხვადასხვანაირად ამზადებენ. ის შეგიძლიათ მოამზადოთ სალათის თასში ან პატარა ჭურჭლებში.

სადღესასწაულო სუფრის დასამშვენებლად შეგიძლიათ სალათი დესერტის სახით გააფორმოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გემოზე არ იმოქმედებს. სალათი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 200 გრ პარმეზანი ან ნებისმიერი მაგარი ყველი
  • 400 გრ ყურძენი
  • 300 გრ დაკონსერვებული ანანასი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ყურძნის მარცვლები შუაზე გაჭერით, ანანასი – კუბებად.

2. წვრილად გახეხეთ მაგარი ყველი.

3. შეურიეთ ინგრედიენტები, დაუმატეთ მაიონეზი და დაჭრილი ნიორი. მოაყარეთ მარილი, თუ საჭიროა.

4. მაშინვე გაიტანეთ სალათი სუფრაში. გემრიელად მიირთვით!

სცადეთ ამ სალათის მომზადება თუნდაც ერთხელ, იგი აუცილებლად მოგეწონებათ!