როგორ მოვამზადოთ შოკოლადის და ფორთოხლის მუსისებური ტორტი

1110

მუსის დესერტები – მსოფლიო კულინარისს ტრენდად უკვე მრავალი წელია რჩება. რა საიდუმლო იმალება ამ კერძებში? მათ სინაზეში და მრავალფეროვნებაში. მუსი ენაზე შეხებისას უმალვე დნება, ის არის მსუბუქი და სასიამოვნოდ ტკბილი.

ამ ტორტში გაერთიანებულია შოკოლადის კრემის და ფორთოხლის შიგთავსის საოცარი გემო და არომატი. ეს დესერტი აუცილებლად დაამშვენებს სუფრას და გამოგიკეთებთ განწყობას. გთავაზობთ მის მომზადებას!

ინგრედიენტები

    • ხორბლის ფქვილი 150გ
    • კაკაო 20გ
    • შაქარი 145გ
    • კვერცხი 2 ცალი
    • კარაქი 70გ
    • რძე 50მლ
    • გამაფხვიერებელი 7გ
    • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი
    • მწიკვი მარილი
    • ფორთოხლის წვენი 270მლ
    • ჟელატინი 23გ
    • შავი შოკოლადი 235გ
    • რძიანი შოკოლადი 140გ
    • არაჟანი 610მლ
    • წყალი 50მლ

მომზადება

  1. 8გ შელატინს დაასხით 50მლ ფორთოხლის წვენი, მოურიეთ ინგერდიენტებს. ჟელატინი დატოვეთ 15 წუთი ამოსაფუებლად. ამასობაში დარჩენილი წვენი ჩაასხით ქვაბში და დაუმატე 20გ შაქარი.
  2. ქვაბი მოათვსეთ საშუალო ცეცხლზე და წამოადუღეთ. როდესაც შაქარი გალღვება, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ ამოფუებული ჟელატინი. მოურიეთ მანამ, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი.
  3. 20სმ დიამეტრის მქონე ფორმა ამოფინეთ ქაღალდით. მასში მოათვასეთ გაგრილებული ფორთოხლის ჟელე. ფორმა მაცივარში მოათავსეთ 2 სათით. ამასობაში მოამზადეთ ცომი.
  4. გაცრილი ფქვილი და კაკაო ჩაყარეთ ღრმა ჯამში. დამატეთ გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი. მოურიეთ ინგრედიენტებს. ცალკე ჯამში მოათავსეთ კარაქი და დარჩენილი შაქარი, ათქვიფეთ მიქსერით.
  5. კარაქს დაუმატეთ კვერცხი, ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ ჩაასხით მეორე კვერცხი და კვლავ ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, მოურიეთ და შეურიეთ ფქვილის და კაკაოს მასას.
  6. ინგრედიენტები ათქვიფეთ ბლენდერით, პროცესში დაუმატეთ რძე. მზა ცომი ჩაასხით 23სმ დიამეტრის მქონე, პერგამენტით ამოფენილ ფორმაში. გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში, მზადება აკონტროლეთ ხის წკირით.
  7. დარჩენილ ჟელატინს დაასხით წყალი 10 წუთით. ამასობაში ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ ორივე სახის შოკოლადი, ამ მასას დაუმატეთ 140გ არაჟანი. მასას კარგად გადაურიეთ და დაუმატეთ ამოფუებული ჟელატინი.
  8. ცალკე ჯამში მიქსერით ათქვიფეთ დარჩენილი არაჟანი. მასში ჩაასხით შოკოლადის მასა. მიიყვანეთ მუსის კანსესტენციამდე. როდესაც ბისკვიტი გაგრილდება, მოხსენით მას ზედა ნაწილი.
  9. ბისკვიტი მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაში. ზემოდან მოასხით ნახევარი შოკოლადის მუსი. ფორმა მოათავსეთ მაცივარში 15 წუთი. შემდეგ ცენტრში მოათავსეთ ფორთოხლის ჟელე.
  10. ტორტს მოასხით დარჩენილი შოკოლადის მუსი. თანაბრად გადაანაწილეთ მთელს ფართობზე. დესერტით სავსე ფორმა მაცივარში მოათავსეთ 5 საათით. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გამოიტანეთ მაცივრიდან, შეგიძლიათ გააფორმოთ ფორთოხლით და პიტნით.

ტორტის დეკორი მთლიანად დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე. შეგიძლიათ ტორტს საახალწლო განწყობა და ლამაზი დეტალები შესძინოთ. მოამზადეთ თქვენებური დიზაინით და გააოცეთ სტუმრები!