კიტრის ძალიან გემრიელი და ხრაშუნა მარინადი ძმრისა და სტერილიზაციის გარეშე. ყოველ წელს აუცილებლად ვიმარაგებ

3599

კიტრის მარინადი მართლაც რომ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი პროდუქტია, თუმცა მისი მომზადება საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ქილების სტერილიზირება და პროდუქტის დამდუღვრა ისე, რომ ის არ გასკდეს, საკმაოდ რთულია.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ძალიან მარტივ ინსტრუქციას, თუ როგორ მოვამზადოთ კიტრის უგემრიელესი მარინადი სწრაფად და მარტივად. მიუხედავად მომზადების განსხვავებული მეთოდისა, ის ძალიან ხრაშუნა და გემრიელი გამოდის.

კიტრის მარინადი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კიტრი
  • პირშუშხას ფოთოლი – 3 ც.
  • კამა – გემოვნების მიხედვით
  • მუხის ფოთოლი – 3 ც.
  • ალუბლის ფოთოლი – 2 ც.
  • შავი მოცხარის ფოთოლი – 2 ც.
  • დაფნის ფოთოლი – 3 ც.
  • შავი წიწაკა – 6 მარცვალი
  • მიხაკის 3 ჩხირი
  • 1 თავი ნიორი
  • ერთი ცხარე წიწაკა
  • 4 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი

მომზადება:

1. სამ ლიტრიანი ქილის ფსკერზე მოათავსეთ ბალახები, ფოთლები, სანელებლები, წიწაკა და ნიორი.

2. შეავსეთ ქილა კიტრით რაც შეიძლება მჭიდროდ. არჩევანი შეაჩერეთ არაგადმწიფებულ, საშუალო ზომის კიტრზე. შეეცადეთ, თითოეული ნაყოფი მაქსიმალურად თანაბარი ზომის იყოს.

3. 2 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 4 სუფრის კოვზი მსხვილკრისტალებიანი მარილი და მიიყვანეთ ის დუღილამდე. როდესაც მარილწყალი ადუღდება, ჩაასხით ის ქილაში. ქილა რომ არ გასკდეს, აუცილებლად მოათავსეთ მასში მეტალის კოვზი. დააფარეთ მას თავსახური და დააყოვნეთ 2 დღე-ღამის განმავლობაში.

4. დუღილის პროცესში მასას თავზე გაუჩნდება თეთრი ფერის აპკი, რომელიც შეგიძლიათ მოაშოროთ. 2 დღის შემდეგ კიტრის მარინადს უნდა დავამატოთ 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი. ქილას კვლავ მჭიდროდ დააფარეთ თავსახური, კარგად შეანჯღრიეთ, რათა მდოგვის ფხვნილი მასაში გაიხსნას, და დააყოვნეთ კიდევ 6 საათით.

5. 6 საათის შემდეგ ქილიდან სითხე საშუალო ზომის ქვაბში გადაასხით და მიიყვანეთ დუღილამდე. დუღილის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ გადმოდგით ის ცეცხლიდან და კვლავ დაასხით კიტრს. ახლა უკვე შეგიძლიათ, მოხუფოთ ქილა.

პირადად მე კიტრის უგემრიელესი მარინადის მოსამზადებლად ამ მეთოდს უკვე არაერთი წელია ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ასე მომზადებული მჟავე კიტრი ძალიან გემრიელი, არომატული და ხრაშუნა გამოდის. ყველას გირჩევთ, ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი და თავადაც ცადოთ.