ცნობილი ციმბირული პელმენი – თქვენი გემრიელი არჩევანი

1337

ყველაზე გემრიელ პელმენად დღემდე ციმბირული პელმენი ითვლება და მასზე მოთხოვნილებაც საკმაოდ დიდია.

გასტრონომია წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარული ციმბირული პელმენის  საიდუმლო რეცეპტს, რომელიც სახლშიც შეგიძლიათ მოამზადოთ:

ინგრედიენტები: 

  • პურის ფქვილი  – 650 გრამი
  • არაჟანი – 2 ჩაის ჭიქა
  • ერბო – 1 -2 სუფრის კოვზი
  • კარაქი – 100 გრამი
  • შავი პილპილი – 1 ჩაის კოვზი
  • ხორცი – 500 გრამი
  • ქონი – 100 გრამი
  • ხახვი – 100 გრამი
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

მოვზილოთ ცომი, გავათხელოთ მაგიდაზე, ამოვჭრათ ჭიქით რგოლები. თითოეულ რგოლზე დავაყაროთ სატენი, გადავკეცოთ და მოვუკრათ გვერდები. მივიღებთ ნახევარმთვარის ფორმის ხინკალს იგივე პელმენს.

სატენი მზადდება შემდეგნაირად: 

რბილი ხორცი და ქონი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ავურიოთ დანაყილი პილპილი, მარილი და წვრილად დაჭრილი, ერბოში მოხრაკული ხახვი.

ამ სატენით გატენილი პელმენი  ჩავყაროთ მდუღარეში. იგი ჯერ ჩაიძირება, მაგრამ მოხარშვისთანავე ზევით ამოტივტივდება. ამოტივტივებული ხინკალი დავაწყოთ ლანგარზე და ზემოდან მოვასხთ გამდნარი კარაქი ან არაჟანი.