ვეგეტარიანული ორცხობილა

1925

თუ თქვენ სწორი კვების მომხრე ხართ ან რაიმე ახალის გასინჯვა გადაწყვიტეთ – ვეგეტარიანული ორცხობილა ნამდვილად მოგეწონებთ. ცომი ქოქოსის ზეთზე, რომელშიც იწვებოდა პეკანის ნიგოზი ყავისფერ შაქართან და ვანილთან ერთად, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს.

ასეთი დესერტი ძალიან გაამხიარულებს ბავშვებს. რაც მთავარია ეს ორცხობილა გემრიელი და სასარგებლოცაა.

ინგრედიენტები

  • ნიგოზი პეკანი 80გ
  • ქოქოსის ზეთი 150გ
  • შავი შოკოლადი 100გ
  • ყავისფერი შაქარი 150გ
  • შაქარი 100გ
  • ნუშის რძე 50მლ
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 10გ

მომზადება

1.გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით ნიგოზი. მოათავსეთ ტაფაზე და შეწვით. რამდენიმე წუთის შემდეგ დაუმატეთ გამღვალი ქოქოსის რძე, განუწყვეტლივ ურიეთ და შეწვით. გამოწურეთ სითხე.

2.გამოწურულ სითხეს დაუმატეთ ყავისფერი შაქაი, გრანულოვანი შაქარი, ნუშის რძე და ვანილი, მოურიეთ. მიკროოტლღურ ღუმელში მოათავსეთ 20 წამი.

3.ფქვილს დაუმატეთ სოდა და მარილი. შაქრიანი და რძიანი მასა გამოწურეთ, მოზილეთ ცომი.

4.წვრილად დაჭერით შოკოლადი და დაუმატეთ ცომს.

5.პერგამენტით ამოფინეთ გამოსაცხობი ფორმა, მოათავსეთ მასზე ცომის ბურთულები, ერთმანეთისგან დააშორეთ. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!