ჩანახი – საოცრად მადისაღმძვრელი ტრადიციული ქართული კერძი

3858

ჩანახი, როგორც წესი, ცხვრის ხორცითა და დუმით კეთდება, მაგრამ თუ ცხვრის ხორცის დიდი მოყვარული არ ხართ თავისუფლად შეგიძლიათ საქონლის ხორცით ჩაანაცვლოთ. გასტრონომია დღეს ტრადიციული ჩანახის რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • ცხვრის ხორცი 1 კგ
  • დუმა 100 გ
  • ბადრიჯანი 1 კგ
  • კარტოფილი 0,5 კგ
  • პამიდორი 1 კგ
  • ქინძი 50 გ
  • რეჰანი 50 გ
  • ოხრახუში 30 გ
  • ხახვი 3-4 თავი
  • ნიორი 4-5 კბილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. თუჯის ქვაბში ჩავალაგოთ ხორცის ერთი ფენა, მეორე ფენად დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, მესამე ფენად ჩავაწყოთ გასუფთავებული, შუაზე გაჭრილი კარტოფილი, მეოთხე ფენად წვრილად დაჭრილი დუმით, ნივრით და მწვანილით დატენილი ბადრიჯანი, მეხუთე ფენად მთელ-მთელი პამიდორი, მეექვსე ფენად კი დაჭრილი მწვანილი.
  3. შემდეგ ისევ იგივე გავიმეოროთ: ხორცი, ხახვი, კარტოფილი, ბადრიჯანი და ა.შ. სანამ ხორცი არ დამთავრდება.
  4. თითოეულ ფენას მოვაყაროთ მარილი და წვრილად დაჭრილი წიწაკა.
  5. დავუმატოთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი და შევდგათ აირღუმელში. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!