ყველის სოუსის 9 რეცეპტი სხვადასხვა პროდუქტისთვის

ჩვენმა რედაქციამ გადაწვყიტა, საყვარელი მკითხველებისთვის შეგვერჩია და გაგვეზიარებინა ყველის 9 სხვადასხვა სოუსის რეცეპტი, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი კერძისთვის გამოიყენებთ მას.

როგორ მოვამზადოთ ყველის სოუსი

1. კარაქისა და ყველის სოუსი ბოსტნეულისთვის

ინგრედიენტები

  • 3 ს.კ. კარაქი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. მშრალი მდოგვი
  • 2 ჭიქა რძე
  • 200 გრ ჩედარი
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

პირველ რიგში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი პატარა ზომის ქვაბში. დაუმატეთ ფქვილი, მდოგვი და მოურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. შემდეგ მასას რძე დაუმატეთ, მაგრამ არ შეწყვიტოთ მორევა, ადუღეთ სოუსი 1 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ გახეხილი ყველი და სანელებლები, კარგად მოურიეთ.

2. ნაღებისა და ყველის სოუსი პასტასთვის

ინგრედიენტები

  • 200 მლ ნაღები
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 200 გრ კრემ-ყველი
  • 10 მლ მცენარეული ზეთი
  • ნივრის მარილი გემოვნებით
  • რეჰანი გემოვნებით
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მსხვილად გახეხეთ კრემ-ყველი და მაგარი ყველი. კრემ-ყველი ჩაყარეთ საშუალო ზომის ღრმა ტაფაში და დაუმატეთ მცენარეული ზეთი ნაღებთან ერთად. დაადგით ნაზავი საშუალო ცეცხლზე და დრო და დრო მოურიეთ. როდესაც ნაზავი ადუღდება, შეამცირეთ ცეცხლი და დაუმატეთ სანელებლები, შემდეგ თანდათან დაუმატეთ მაგარი ყველი, მუდმივად მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გამოვიდეს.

3. ყველის სოუსი კვლიავით

ინგრედიენტები

  • 50 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 500 მლ ძროხის ბულიონი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 10 გრ კვლიავი
  • მარილი გემოვნებით

დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ, სანამ ფქვილი მსუბუქად არ გამუქდება. შემდეგ გააზავეთ მასა ბულიონით, დაუმატეთ სანელებლები და მაგარი ყველი. მოადუღეთ სოუსი და კიდევ 5 წუთით გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე.

4. ყველის სოუსი ქინძთან ერთად

ინგრედიენტები

  • 100 გრ თხის ყველი
  • 100 გრ ყველი “ნადუღი”
  • 400 გრ მაწონი
  • 30 გრ ქინძი
  • მარილი და წიწაკა ჩილი გემოვნებით

წვრილად გახეხეთ თხის ყველი, ხოლო ყველი “ნადუღი” გაწურეთ. ყველს შეურიეთ მაწონი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა ჩილი, თუ გსურთ, რომ სოუსი ცხარე იყოს. ფრთხილად მოურიეთ ინგრედიენტებს, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება, დაჭერით ქინძი და გააფორმეთ სოუსი. ყველის სოუსის ასეთი ვარიანტი იდეალურია ლავაშით მომზადებული კერძებისთვის.

5. ფრანგული ყველის სოუსი

ინგრედიენტები

  • 200 გრ თხის რბილი ყველი
  • 150 გრ არაჟანი
  • 100 გრ რბილი ცისფერი ყველი
  • პატარა კონა ოხრახუში
  • ერთი კონა ევრაზიული ხახვი “ჩივე”
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

დაჭერით ყველი პატარა კუბებად და არაჟანთან ერთად დააბლენდერეთ. დაჭერით ოხრახუში ხახვთან ერთად და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია. ეს სოუსი ყველაზე მეტად უხდება ხრაშუნა ტოსტებს და შემწვარ კარტოფილს.

6. ყველის სოუსი თეთრ თევზთან

ინგრედიენტები

  • 90 მლ რძე
  • 1 ც კრემ-ყველი ხახვით
  • 90 მლ ნაღები
  • 4 კბილი ნიორი
  • 10 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ც ლიმონი
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • ახალი მწვანილის პატარა კონა

მსხვილად გახეხეთ ყველი, ნიორი კი წვრილად დაჭერით, შეურიეთ ინგრედიენტები მცენარეულ ზეთს, რძესა და ნაღებს, ჩაასხით ნაზავი ქვაბში და დაადგით ცეცხლზე. მუდმივად მოურიეთ, მოადუღეთ სოუსი, შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.

მიღებულ მასას მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი. შემდეგ კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ, გაწურეთ სოუსი საწურში, რომ მასა ერთგვაროვანი იყოს. ამ სახის ყველის სოუსი ძალიან სწრაფად სქელდება, ასე რომ, უმჯობესია მომზადებისთანავე მიირთვათ თეთრ თევზთან ერთად.

7. ყველის სოუსი “Blue Cheese”

ინგრედიენტები

  • 100 გრ ცისფერი ყველი ობით
  • 100 გრ არაჟანი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი

დააბლენდერეთ ყველი არაჟანთან, ლიმონის წვენთან და მარილთან ერთად. ეს ყველის სოუსის მომზადების ყველაზე სწრაფი  მეთოდია. იგი იდეალურია ჩიფსებთან და სხვადასხვა სახის კრეკერებთან.

8. ყველის სოუსი ხორცთან

ინგრედიენტები

  • 100 გრ პარმეზანი
  • 2 ს.კ. მდოგვი
  • 100 მლ ნაღები
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

ქვაბში ჩაასხით ნაღები და მოადუღეთ, მუდმივად მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი და მოურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დაუმატეთ სოუსს მდოგვი, მარილი და დაფქული პილპილი, ბოლოს კარგად მოურიეთ სოუსს.

9. ყველის სოუსი ხილისთვის

ინგრედიენტები

  • 450 გრ კრემ-ყველი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 6 ს.კ. დაქუცმაცებული ნუში
  • 8 ს.კ. ნაღები
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 2 გრ გახეხილი მუსკატის კაკალი

შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი, ნუშის გარდა და შედგით მაცივარში, სანამ მის გამოყენებას დააპირებთ. სანამ მიირთმევდეთ, ჩაასხით სოუსი პატარა თასში და ზემოდან ნუში მოაყარეთ. ხილი ამ სოუსით უგემრიელესია. ამ რეცეპტის დამახსოვრება ნამდვილად ღირს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი