სალათი “ეჭვიანი”-ამ სალათის სუფრაზე არ დაგემოვნება შეუძლებელია.

1249

საახალწლო დღესასწაულები უკან მოვიტოვეთ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოვამზადოთ საოცარი და დაუვიწყარი კერძები. მითუმეტეს თუ მათი მომზადების მარტვი ხერხები იცით. კომბოსტოს სეზონია, ამიტომაც დროა მისი მონაწილეობით შევქმნათ შედევრები.

ამ სალათის სუფრაზე არ დაგემოვნება შეუძლებელია. ფანტასტიური დიზაინი – მისი მთავარი დამახასიათებელი ფაქტორი როდია. ქათამი და ბოტენული ყველთან და კომბოსტოსთან ერთად, ნამდვილად გაგიმრავალფეროვნებენ დღეს. ასეთი სალათის მეშვეობით ყოველი დღე დღესასწაული იქნება.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 300გ
  • სეზამის მარცვალი 10გ
  • კომბოსტო 350გ
  • კონსერვირებული სიმინდი 85გ
  • ყველი ფეტა 100გ
  • ბულგარული წიწაკა 150გ
  • წიტელი ხახვი 120გ
  • ნიორი 3 კბილი
  • კამა 20გ
  • პური 160გ
  • ზეითუნის ზეთი 30გ
  • პროვანსული სანელებლები 1 ჩაის კოვზი
  • მაიონეზი 130გ
  • სოიოს სოუსი 15მლ
  • მანდარინის წვენი 40მლ

მომზადება

1.პური დაჭერით 1სმ კუბიკებად. აიღეთ პაკეტი და მასში მოათავსეთ პური. დაუმატეთ ეიტუნის ზეთი, პროვანსული სანელებლები, მარილი და 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. დახურეთ პაკეტი და მასში არსებული ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.

2.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასზე მოათავსეთ პური. ღუმელი გაახურეტ 170 გრადუსზე და გამოაშრეთ პური 20 წუთის განმავლობაში, პერიოდულად ურიეთ.

3.გრძლად დაჭერით ფილე, დაამარილეთ, მოაყარეთ წიწაკა და სეზამის მარცვლები. შეწვით ზეთში ყოველი მხრიდან 5-6 წუთი.

4.ფეტას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და დაჭყლეტილი ნიორი. ერთგვაროვანი მასიდან ჩაის კოვზის დახმარებით შექენით ბურთულები.

5.ცალკე ჯამში მაიონეს დაუმატეთ სოიოს სოუსი, წვენი და დაწყლეტილი ნიორი. დაჭერით კომბოსტო და წიწაკა გრძლად, ხოლო ხხახვი დააქუცმაცეთ.

6.დიდ თწფშზე მოათავსეთ კომბოსტო, სიმინდი, წიწაკა, ხახვი და ქათმის ფილე. ზემოდან მოაყარეთ პური და ყველის ბურთულები.

ამ სალათს სიამოვნებით მიირთმევენ ბავშვები. გემრიელად მიირთვით!