ღუმელში მომზადებული ბანანის ჩიფსები

0
523

თუ მაღაზიში ნაყიდი ბანანის ჩიფსები დიეტური გგონიათ, ძალიან ცდებით. ასეთი პროდუქტი ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის. ამიტომ, უმჯობესია გემრიელი და სასარგებლო სასუსნავი თავად მოამზადოთ შინ.

საქმე მომზადების და დამუშავების წესშია. მაღაზიის ნაწარმი ფრიტურშია მომზადებული, შეიწოვს ზედმეტ ცხიმს და კარგავს ვიტამინებს. ღუმელში მომზადებული კი ინარჩუნებს კუჭისთვის სასარგებლო უჯრედისს. ასეთი სასუსნავით თამამად შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ ბავშვებს ან მიირთვათ დიეტის დროს.

ინგრედიენტები

  • 1 ც ბანანი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გაფცქვენით ბანანი და დაჭერით წვრილ რგოლებად.

2. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაალაგეთ დაჭრილი ბანანი, მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი.

3. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღმელში 15-20 წუთით.

გემრიელი და სწრაფი ხემსი მზადაა. არ გირჩევთ, დიდი დოზით მიირთვათ ბანანის ჩიფსები, ზომიერების დაცვა მაინც უმჯობესია. მაგრამ მაინც თუ სულმა გძლიათ და ტელევიზორის ყურებისას ზედმეტი მოგივიდათ, მეორე დილას მოიწყვეთ დიეტური განსატვირთი საუზმე. ბალანსი – წარმატების საწინდარია ყველაფერში. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი