გერმანული კექსი, რომელსაც ტკბილ პურსაც უწოდებენ – საუკეთესო დესერტია

1577

ეს ნამცხვარი სამხრეთ გერმანიაში (ელზასში), ასევე ავსტრიასა და შვეიცარიაში შეიქმნა. ის ტკბილი პური უფროა, ვიდრე ნამცხვარი.საუკეთესო დესერტია ჩაისთან და ყავასთან.

ინგრედიენტები: 

  • 3 ჭიქა (450 გ) ფქვილი
  • 150 გ შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 14 გ მშრალი საფუარი ან 30 გ ახალი საფუარი
  • 200 მლ თბილი რძე
  • 200 გ უმარილო კარაქი (დამდნარი და გაცივებული)
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 4 კვერცხი, ათქვეფილი
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში
  • 3/4 ჭიქა მოცხარი
  • 1/2 ჭიქა ნუში (მსხვილად დაჭრილი)
  • 1/2 ჭიქა (50 გ) სხვადასხვა ციტრუსის ცედრა.
  • 1 ს/კ ლიმონის გახეხილი ცედრა
  • შაქრის პუდრი (მოსაყრელად)

ულუფა:8-10

მომზადება: 30 წუთი + 1 3/4 საათი გაფუებისთვის

ცხობა: 50-60 წუთი

მომზადების წესი:

  1. ფქვილი, შაქარი და მარილი მიქსერით კარგად აურიეთ. თუ სწრაფად ხსნადი საფუვრის გამოყენებას აპირებთ, პირდაპირ მოაფრქვიეთ ფქვილის ნარევს და დაბალ სიჩქარეზე აურიეთ.
  2. თუ მშრალ საფუარს გამოიყენებთ, მაშინ ის ჯერ უნდა გააქტიუროთ: მოათავსეთ ჯამში, თბილი რძე დაასხით და დააბლენდერეთ. ფქვილს რძე, საფუვრის ნარევი, კარაქი, ვანილი და კვერცხი დაამატეთ. 3-4 წუთის განმავლობაში ზილეთ – ნაზი და ელასტიკური ცომი უნდა მიიღოთ. ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ.
  3. შეაზილეთ ქიშმიში, მოცხარი, ნუში და ციტრუსის ცედრა.
  4. ცომი მოაგუნდავეთ.
  5. დიდ თასს ზეთი მოუსვით და მასში გადაიტანეთ. დააფარეთ ტილო და 1 საათით თბილ ადგილზე დადგით. ამასობაში ცომი აფუვდება.
  6. კექსის საცხობ ფორმას (24 სმ) ზეთი ან კარაქი წაუსვით, დარწმუნდით, რომ ფორმის კიდეები კარგადაა დაზეთილი.
  7. ქიშმიშიანი ცომი მსუბუქად გადაზილეთ და ფორმაში გადაიტანეთ და ისევ თბილ ადგილზე დადგით ასაფუებლად (დაახლოებით 45 წუთი).
  8. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
  9. აცხვეთ 50-60 წუთის განმავლობაში.
  10. 10 წუთით ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ კი ცხაურზე ამოაპირქვავეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრი.
  11. შეგიძლიათ, თბილივე მიირთვათ.