კორეული ვინიგრეტი

748

ჩემთვის ყველაზე საყვარელი სალათი – ვინიგრეტია. სადღესასწაულოდ ძალიან ხშირად ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 1კგ
  • სტაფილო 250გ
  • ჭარხალი 350გ
  • ხახვი 3 ცალი
  • კიტრი 200გ
  • ბულგარული წიწაკა 3 ცალი
  • ყვავილოვანი კომბოსტო 300გ
  • ნიორი 5 კბილი
  • მარილი 1 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • წიწაკა ჩილი 0,25 ჩაის კოვზი
  • კაკალი ქინძი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 2,5 ჩაის კოვზი
  • ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 180მლ
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1.ყვავილოვანი კომბოსტო და ჭარხალი მოხარშეთ.

2.დაჭერით მეორე კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და ხელით გადაურიეთ.

3.დაჭერით ბულგარული წიწაკა და კიტრი, ბოსტნეული დაუმატეთ კომბოსტოს.

4ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.

5.დაჭერით ხახვი მრგვლად მცენარეულ ზეთში. დაუმატეთ მწარე წიწაკა და პაპრიკა. მოურიეთ და შეწვით რამდენიმე წუთი. დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.

6.გახეხეთ სტაფილო და ჭარხალი. დაუმატეთ ნიორი, წიწაკა, შაქარი, ქინძი, ზეთი, ძმარი და დაჭრილი მწვანილი.

7.ყველა ინგრედიენტს კარგად მოურიეთ და მოათავსეთ მაცივარში რამედნიმე საათი.

გემრიელად მიირთვით!