უგემრიელესი სალათი “ეკატერინე ბრძენი”

888

მე ამ სალათს ყველა დღესასწაულზე ვამზადებ. მგონია, რომ იდეალურად უხდება სადღესასწაულო მაგიდას. გემრიელი, პიკანტური, ძალიან მარტივი და ლამაზი.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე (მოხარშული)
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 4 რგოლი კონსერვირებული ანანასი
  • 150გ ყველი
  • 150გ მაიონეზი
  • ბროწეული

მომზადება

1.ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ. მზა ხახვს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 2 წუთი.

2.დაჭერით ქათმის ფილე წვრილად და მოათავსეთ თეფშზე. ეს იქნება პირველი ფენა, შემდეგ წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ ხახვი ნიორთან ერთად.

3.ქილიდან ამოიღეთ 4 ნაჭერი ანანასი, დაჭერით საშუალო კუბიკებად და დაუმატეთ სალათს. ეს იქნება მესამე ფენა.

4.მეოთხე ფენა კი შედგება ყველისგან. გახეხეთ ძალიან წვრილად, მოაყარეთ ანანასის ფენას. მოასხით მაიონეზი და გააფორმეთ ბროწეულით.

გემრიელად მიირთვით!