უგემრიელესი გურული კერძი “ცხარე”

გურულებისთვის ეს კერძი კარგად არის ცნობილი. გასტრონომიამ გურულ “ცხარეზე” შეაჩერა არჩევანი.

ინგრედიენტები:

  • ხორცი  1 კგ
  • ხახვი 3-4 თავი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • პამიდვრის პასტა 2-3 სუფრის კოვზი
  • ხმელი ქინძი 1 ჩაის კოვზი
  • ნედლი ქინძი 30 გ
  • შაშკვლამი 20 გ
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. საქონლის მსუქანი ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. გავრეცხოთ და ჩავყაროთ ქვაბში. წყალი დავასხათ  ისე, რომ ხორცი დაიფაროს და დავდგათ მოსახარშად.
  2. ხორცს ცოტა რომ დააკლდება მოხარშვა, მოვხადოთ ცხიმი, წვენი გადავწუროთ და ხორცი ხახვთან ერთად ამ მოხდილ ცხიმში ჩავხრაკოთ.
  3. შემდეგ დავუმატოთ წყალში გახსნილი პამიდვრის პასტა და 5 წთ წამოვადუღოთ.
  4. დავუმატოთ ნედლი და ხმელი ქინძი, შაშკვლამი, ნიორი,წიწაკა და მარილი. ვადუღოთ 5-10 წთ.
  5. დავამატოთ გადაწურული ნახარში, წამოვადუღოთ და კერძი მზადაა.

გურულებო შეგვიფასეთ ნახელავი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი