უგემრიელესი, ბიუჯეტური ღვეზელები ყველით

ეს ღვეზელი განსაკუთრებულ ინგრედიენტებს არ საჭიროებს, მარტივად მზადდება და ძალიან ნოყიერია. ეს არომატული კერძი, თავისი გასაოცარი გემოს მქონე გულსართით – თქვენს მენიუში ღირსეულ ადგილს დაიკავებს!

ცომის ინგრედიენტები:

  • ყაბაყი
  • 7 გრამი მარილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 5 გრამი საფუარი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 550 გრამი ფქვილი
  • 50 გრამი ზეთი

გულსართის ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ქათმის ფილე
  • მარილი გემოვნებით
  • 2 ცალი პომიდორი
  • ბულგარული წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 100 გრამი მაგარი ყველი ან მოცარელა

მომზადების წესი:

1. მოამზადეთ ცომი. აიღეთ ყაბაყი, გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად. აურიეთ კვერცხთან და მარილთან ერთდ და დააბლენდერეთ.

2. ყაბაყიან მასაში ჩაამატეთ ფქვილი, შაქარი და საფუარი. ურიეთ და ნელ-ნელა მცენარეულიზ ეთი ჩაუმატეთ. თხელი ცომი თბილ ადგილას გადაიტანეთ და გასაფუებლად დაახლოებით 1 1.5 საათი დატოვეთ.

3. მოამზადეთ გულსართი. მოხარშეთ ქათმის ფილე და ხორცი დაძიძგნეთ.

4. სოუსი. აიღეთ პომიდორი, მარილი, ნიორი და ბულგარული წიწაკა. დააბლენდერეთ და თქვენი სოუსი მზად გახლავთ.

5. აფუებული ცომი დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად და თხლად გააბრტყელეთ. ზემოდან გულსართი მოათავსეთ, ცომის მეორე ფენა გადააფარეთ და კარგად შეკარით. ზემოდან სოუსი მოუსვით და საყვარელი ყველი მოაყარეთ.

6. ღუმელი 200 გრადუსზე გააცხელეთ და 15 – 20 წუთით აცხვეთ.

ღვეზელები გამაგრილებელ სასმელთან და სოუსთან ერთად მიირთვით, ის გარნირს არ საჭიროებს. პროდუქტის 100 გრამი – 173 კალორიას შეიცავს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ასეთი ნოყიერი კერძისთვის.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი