სოუსი, რომელიც ნებისმიერ თევზს განუმეორებელ კერძად აქცევს! სასიამოვნო სიმჟავე, ზღაპრული არომატი . . .

0
207

თევზი – დიეტური პროდუქტი, რომელიც ძალიან სასარგებლოა. მისი მომზადების ყველაზე მარტივი მეთოდი – მისი გამოცხობაა: სწრაფად, მარტივად და არეულობის გარეშე.

დღეს ჩვენ თევზს მდოგვის სოუს – მარინადში მოვამზადებთ. ამ რეცეპტით განსაკუთრებით გემრიელი სკუმბრია გამოდის.


ინგრედიენტების ჩამონათვალში დაინახავთ სოიოს სოუსს, ამიტომ მარილი აღარაა საჭირო. თუ არ გიყვართ მაიონეზი, შეგიძლიათ ამოიღო ჩამონათვალიდან.

ინგრედიენტები

  • 2 სკუმბრია
  • 1 ხახვი
  • 3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 2 სუფრის კოვზი მდოგვი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი

მომზადება

1.გარეცხეთ თევზი, გაასუფთავეთ, დაჭერით.

2.გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით მრგვლად. მდოგვს დაუმატეთ მაიონეზი და სოიოს სოუსი.

3.თევზი მოათავსეთ ფორმაში, დაუმატეთ ხახვი, მოასხით მდოგვის სოუსი. დაელოდეთ 20-30 წუთი.

4.გამოაცხეთ 170 გრადუსზე 20-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი