სამარხვო სუფრისთვის მომზადებული ეკალა ტყემლით

2174

გა­ზა­ფხუ­ლი  წე­ლი­წა­დის ის დროა, რო­დე­საც ახ­ლა­და­მო­სულ ეკალას  გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი გემო აქვს. მოგმზადებიათ ეკალა ტყემლით? თუ ჯერ არა, მაშინ დროა ერთად შევუდგეთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • ეკალა – 1 კგ
  • ტყემალი – 1 ჩაის ჭიქა
  • ქინძი – 30 გ
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • ომბალო – 20 გ
  • კამა – 50 გ
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული ეკალა დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავუმატოთ წყალი ისე, რომ ეკალა მთლიანად არ დაიფაროს და მოვხარშოთ.
  2. მოხარშული ეკალა გადავიტანოთ საწურზე და გავავლოთ გამდინარე ცივ წყალში. შემდეგ გავწუროთ.
  3. ცალკე მოვამზადოთ ტყემლის წვენი:
  4. ტყემალი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი იმ რაოდენობით, რომ ტყემალი დაიფაროს. მოხარშვის შემდეგ გადავიტანოთ საწურში, გადავავლოთ ცივი წყალი, გავხეხოთ და შევაზავოთ ნივრით, წიწაკით, ქინძით და ომბალოთი; მომზადებული ტყემალი ნელ-ნელა მორევით შევურიოთ გაწურულ ეკალას.
  5. ლანგარზე გადაღებულ ეკალას შეიძლება მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.