სალათების რეცეპტი სწრაფი მომზადების ლაფშასგან

ჩინურ რესტორნებში ლაფშა ძალიან ძვირია. მისი შემადგენლობა თითქმის საერთოდ უვნებელია. თუმცა, მისი მომზადება სახლშიც შეგიძლიათ, ამიტომ ტყუილად ნუ დახარჯავთ ზედმეტს.

მართალია სუბლიმირებული ვერმიშელი არ არის სასარგებლო და მეტიც, საზიანოც კია, მაგრამ დღესდღეობით უსაფრთხო არაფერია, ამიტომ, წელიწადში ერთხელ მისი მირთმევა შეგიძლიათ. ჩვენ გასწავლით როგორ მოამზადოთ მისგან 4 სახეობის სალათი.

ხრაშუნა სალათი ლაფშათი

ინგრედიენტები

  • 1 თავი პეკინური კომბოსტო
  • 2 შეფუთვა სწრაფი მომზადების ლაფშა
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი ან ძმარი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. მზესუმზირის თესლი
  • 1 ს.კ. ნებისმიერი კაკალი
  • 1 ს.კ. სელის თესლი

მომზადების წესი

1. პეკინურ კომბოსტოს მოაჭერით ფართო თეთრი ნაწილები. დაჭერით 0,5-1 სმ სიგრძის ზოლებად და შეურიეთ წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს.

2. დაფშვენით მშრალი ლაფშა და კომბოსტოსა და მწვანე ხახვში შეურიეთ. მშრალ ტაფაზე მსუბუქად შეწვით კაკალი და მზესუმზირის თესლი.

3. მოამზადეთ საკმაზი: შეურიეთ ლიმონის წვენი ან ძმარი მცენარეულ ზეთს, მარილსა და შაქარს.

4. მშრალ ნაზავს მოასხით საკმაზი, მოაყარეთ ზემოდან სელის თესლი, კაკალი და მზესუმზირის თესლი.

“სალათი ოლივიე” 

 ინგრედიენტები:

  • 300 გრ მოხარშული ძეხვი
  • 2 შეფუთვა მშრალი ლაფშა
  • 1 ც კიტრი
  • 1 ც პომიდორი
  • 1 ც ხახვი
  • 3 ც კვერცხი
  • 0,5 ქილა დაკონსერვებული ბარდა ან სიმინდი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • მწვანილი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ხელით დაფშვენით ლაფშა და მოამზადეთ ისე, როგორც შეფუთვაზეა მითითებული, მაგრამ სანელებლებისა და ზეთის გარეშე. 5 წუთის შემდეგ მაქსიმალურად გადაუწურეთ წყალი. დაჭერით ბოსტნეული, მოხარშული კვერცხი, მოხარშული ძეხვი და მწვანილი კუბებად, შეურიეთ ბარდა ან სიმინდი, ლაფშა და მაიონეზი და მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. აურიეთ ყველა ინგრედიენტი და სალათიც მზადაა!

სალათი კრაბის ჩხირებითა და ლაფშით

ინგრედიენტები

  • 200 გრ კრაბის ჩხირები
  • 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 3 ც კვერცხი
  • 2 შეფუთვა მშრალი ლაფშა
  • 2 ც კიტრი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით

დაფშვენით ლაფშა, დაასხით მდუღარე წყალი და დაახურეთ თეფში. 5 წუთის შემდეგ გადაღვარეთ წყალი. დაჭერით კიტრი, კრაბის ჩხირები, მოხარშული კვერცხი და მწვანილი კუბებად, დაუმატეთ ლაფშა, სიმინდი და მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.

სალათი ლაფშითა და უმი სტაფილოთი

ინგრედიენტები

  • 200 გრ სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 შეფუთვა მშრალი ლაფშა
  • 2 ც კვერცხი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 2 ს.კ. მაიონეზი ან არაჟანი

დაფშვენით ლაფშა პატარა ნაწილებად. მსხვილად დახეხეთ სტაფილო და შეურიეთ ძალიან წვრილად დაჭრილ ნიორს, დაჭრილ კვერცხს, გახეხილ ყველსა და ლაფშას. დაუმატეთ მაიონეზი ან არაჟანი და აურიეთ ყველა ინგრედიენტი. მარილი მოაყარეთ გემოვნებით.გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი