საუცხოო ბისკივიტის რულეტი ცხობის გარეშე: უმარტივესი და უგემრიელესი

1484

ტკბილეულს საოცარი თვისება აქვს: ამაღლებს განწყობას ყველაზე ცუდ ამინდშიც და მაშინაც, როცა არაფერი გამოგდის. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა რაიმე გემრიელობა სახლში გაქვს და მაღაზიაში არ ხარ ჩასასვლელი. ამის ორგანიზება კი ძალიან მარტივია, თუნდაც აქამდე არასოდეს მოგიმზადებიათ დესერტი.

ჩვენ შოკოლადის რულეტის ძალიან მაგარი რეცეპტი მოვამზადეთ. იმისათვის, რომ საკუთარი თავი და სტუმრები ასიამოვნოთ, ღუმელის ჩართვა საჭირო არ არის. დესერტი ასე მარტივად ჯერ არ მომზადებულა!

ინგრედიენტები

  • 300 გრ ბისკვიტი
  • 110 მლ რძე
  • 50 გრ შავი შოკოლადი
  • 100 გრ კარაქი
  • 200 გრ მასკარპონე
  • 150 გ შაქრის პუდრი

მომზადება

  1. დაფხვენით შოკოლადის ბისკვიტი, დაასხით 80 მლ რძე, მდნარი შოკოლადი და კარგად მოურიეთ.
  2. ღრმა თასში შეურიეთ დარბილებული კარაქი, მასკარპონე, 30 მლ რძე და შაქრის პუდრი. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
  3. სამშაო ზედაპირზე დააფინეთ საკვების ცელოფანი, მოათავსეთ ბისკვიტის მასა, დააფარეთ ცელოფანი და გასაბრტყელებლით შექმენით მართკუთხა ფორმა.
  4. წაუსვით კრემი და ფრთხილად დაახვიეთ რულეტად. შედგით მაცივარში 5 საათით.

გამოიღეთ დესერტი მაცივრიდან, მოხსენით ცელოფანი და მორთეთ გემოვნების მიხედვით: შოკოლადის პასტით, ჯემით ან კენკრით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!