როგორ მოვამზადოთ კეჩუპი სახლის პირობებში

0
695

ვერცერთი მაღაზიის კეჩუპი ვერ კაუწევს კონკურენციას სახლში მომზადებულს.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 3კგ
  • ვაშლი 0,5კგ
  • ხახვი 250გ
  • მარილი 1,5 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1,5 ჭიქა
  • ვაშლის ძმარი 50გ
  • შავი და წითელი დაფქული წიწაკა

მომზადება

  1. პომიდორს დაასხით ცხელი წყალი, მოაშორეთ ქერქი და დაჭერით.
  2. ვაშლი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით, ხახვიც დააქუცმაცეთ.
  3. ყველა ბოსტნეული მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, ხახვი უნდა დარბილდეს, შემდეგ დააბლენდერეთ და გამოწურეთ.
  4. მიღებული მასა მოათავსეთ ცეცხლზე შესასქელებლად. დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი, წიწაკა და მოურიეთ.
  5. მოათავსეთ ქილაში და შეახვიეთ.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი