ჩიტის რძე ცხობის და ჟელატინის გარეშე: ნაზი და გემრიელი ტორტი

1576

ტორტი „ჩიტის რძე“ ამ რეცეპტით ძალიან ნაზი და გემოთი გაჯერებული გამოდის. კრემი შეუდარებელია.

რეცეპტი მარტივია და თამამად შეგიძლიათ სცადოთ. შესანიშნავად გამოგივათ.

კრემის ინგრედიენტები:

  • 4 ს/კ მანანის ბურღული
  • 300 გრ რძე
  • 180 გრ კარაქი
  • ½ ლიმონი
  • 100 გრ შაქრის ფხვნილი
  • 200 გრ შესქელებული რძე
  • მწიკვი მარილი

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ კაკაო
  • 200 გრ ორცხობილა
  • 50 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • 100 გრ რძე

მოსასხამად:

  • 50 გრ რძე
  • 100 გრ შოკოლადი
  • 50 გრ კარაქი

ჩიტის რძის მომზადების მეთოდი:

  1. კრემის მომზადებით დაიწყეთ. ამისთვის საშუალო ცეცხლზე რძე გააცხელეთ და მწიკვი მარილი დაუმატეთ.
  2. რძეს მანანის მცირე პორციები დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ, რომ გოროხები არ წარმოიშვას.
  3. როგორც კი რძე ადუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით. მანანის ბურღული მზადაა.
  4. შემდეგ ნახევარი ლიმონის ცედრა გახეხეთ და მისგან წვენი გაწურეთ.
  5. მანანის ფაფას ლიმონის წვენი და ცედრა დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  6. ღრმა თასში დარბილებული კარაქი მოათავსეთ, შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და ერთგვაროვან მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  7. კარაქის ნარევს პორციებად მანანის ფაფა დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  8. შემდეგ, კრემს შესქელებული რძე (შესქელებული რძე ცივი, მაცივრიდან გამოღებული უნდა იყოს) დაუმატეთ და ათქვიფეთ.
  9. კრემი მზადაა. ძალიან სქელი კრემი გამოგივათ. კრემს პარკი გადააფარეთ, რომ ქერქი არ წარმოიქმნას და მაცივარში შეინახეთ.
  10. ახლა ბისკვიტი მოამზადეთ. ამისთვის 50 გრ რძეს კაკაო და შაქარი დაუმატეთ, აურიეთ და ცეცხლზე დადგით.
  11. საშუალო ცეცხლზე კაკაო გაადნეთ, რძე და კარაქი დაუმატეთ. კარაქის გადნობამდე აურიეთ.
  12. ამის შემდეგ დაქუცმაცებული ორცხობილა თასში ჩაყარეთ. ზემოდან კაკაო-რძის ნარევი დაასხით და კარგად აურიეთ.
  13. ტორტი ააწყვეთ. თეფშზე უძირო საცხობი რგოლი დადეთ. რგოლის შიგნითა გვერდებს ცხიმს წაუსვით დას საკვები ცელოფანი გადააკარით.
  14. პირველი ფენა ორცხობილას ნაფშვენი, მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ და ჩატუმბეთ.
  15. ზემოდან, მეორე ფენად კრემი წაუსვით. მთელ ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ.
  16. ტორტი 30 წუთით მაცივარში შედგით.
  17. მოსასხამი მოამზადეთ. რძეს კარაქი და შოკოლადი დაუმატეთ.
  18. საშუალო ცეცხლზე დადგით და შოკოლადის გადნობამდე აურიეთ.
  19. ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ და შოკოლადის მოსასხამი დაასხით. კვლავ მაცივარში 5 საათით გააჩერეთ (მე მთელი ღამე გავაჩერე).
  20. ამის შემდეგ მაცივრიდან გამოიღეთ, საცხობი რგოლი და ცელოფანი მოაშორეთ.
  21. ტორტი მზადაა! გემრიელად მიირთვით!