პოლოკის კატლეტები ლორით

121

თევზის კატლეტები ძალიან კარგი საშვალებაა ბავშვებისთვის თევზის შესაყვარებლად. პირადად ჩემს შვილებს ამ მეთოდით შევაყვარე ზღვის პროდუქტები.

მითუმეტეს ასეთ კატლეტები გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოცაა.

ინგრედიენტები

  • თეთრი თევზის ფილე 700გ
  • ლორი 250გ
  • ხახვი 1 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • მანანის ბურღული 2 სუფრის კოვზი
  • საფანელი 100გ
  • მარილი, წიწაკა და მზესუმზირის ზეთი გემოვნებით.

მომზადება

1.პოლოკის ნაცვლად სეგიძლიათ გამოიყენოთ ხეკი. გაასუფთავეთ თევზი, ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპში.

2.თქვენ უნდა გამოგივიდეთ 700გ ფარში. ლორიც თევზთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში. ამავე მეთოდით დააქუცმაცეთ ხახვი. დაუმატეთ კევრცხი და მანანის ბურღული.

3.მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოზილეთ ხელით. მასას მიეცით კატლეტების ფორმა.

4.ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში.

გემრიელად მიირთვით!