მოამზადეთ გემრიელი, განსხვავებული და ძალიან მარტივი სალათი “მაურინი”

1225

როდესაც ქუჩები ნაცრისფერია და გარეთ ძალიან ცივა, გვსურს რაღაც მკვეთრი და ფერადი კერძების მომზადება. ზამთრის მოახლოებისას, ხშირად ამზადებენ “ოლივიეს” და სხვა ნაცნობ სალათებს, მაგრამ ხანდახან გვსურს მენიუს განსხვავებული და მრავალფეროვანი კერძები შევმატოთ.

ამ შემოდგომისას, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო სალათი “მაურინი”. იგი მაქსიმალურად სწრაფად მზადდება და ძვირადღირებულ ინგრედიენტებს არ საჭიროებს.

ინგრედიენტები

  • 3 ც კვერცხი
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით
  • 100 გრ კრაბის ჩხირები
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 70 გრ ჩიფსები
  • დაფქული შავი პილპილი

მომზადების წესი

1. კარგად მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით და პატარა კუბებად დაჭერით.

2. ბულგარულ პილპილს მოაშორეთ თესლი და წვრილად დაჭერით კრაბის ჩხირებთან ერთად. მსხვილად გახეხეთ მაგარი ყველი.

3. კვერცხი, ბულგარული პილპილი და კრაბის ჩხირები ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ მაიონეზი და სანელებლები. სალათი ღრმა თეფშში გადაიტანეთ და ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ გახეხილი ყველი. სანამ მიირთმევდეთ, სალათს ჩიფსები მოაყარეთ.

სალათ “მაურინს” ძალიან უხდება კარტოფილის პიურე, ღუმელში გამომცხვარი ხორცი ან სახლში დამზადებული ძეხვი. გემრიელად მიირთვით!