განუმეორებელი ფრანგული გემო – ჟულიენი პურით

2589

ჟულიენი პურით – რა შეიძლება იყოს ამაზე გემრიელი და არომატული? მისი მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო გემო განუმეორებელი.

ინგრედიენტები:

  • 1 გვირილის ფორმის პური
  • 600 გ ქამა სოკო
  • 1 ცალი ქათმის ფილე
  • 300 გ ხახვი
  • 150 გ ყველი
  • 80 მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: 

  1. ხახვი დავჭრათ დიდ კუბიკებად, ქამა სოკო პატარა კუბიკებად.
  2. ქათმის ფილე დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავასხათ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ავურიოთ, შევწვათ მაღალ  ცეცხლზე 4 წუთის განმავლობაში და გადავიტანოთ  სხვა ჭურჭელში.
  3. იმავე ტაფაზე დავასხათ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მასში შევწვათ ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე, დავამატოთ ღვინო, ვურიოთ და გავაჩეროთ მაღალ ცეცხლზე ღვინის აორთქლებამდე. შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი სოკო, ვურიოთ და გავაგრძელოთ შეწვა მაღალ ცეცხლზე. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ არაჟანი, გავაგრძელოთ შეწვა 2 წუთის განმავლობაში და გადმოვიღოთ ცეცხლიდან.
  4. პურს ფრთხილად მოვაჭრათ ზედა ნაწილი, ამოვაცალოთ რბილობი, გადავიტანოთ ტაფაზე, შუაში ჩავყაროთ შემწვარი სოკოს ნაწილი, ზემოდან დავაწყოთ შემწვარი ქათმის ფილე და დარჩენილი სოკოს ნაწილი. ამ ფენების ზემოდან დავაყაროთ გახეხილი ყველი და შევწვათ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში.

გაუზიარეთ ეს ფრანგული რეცეპტი მეგორებს!