მარტივი სალათის რეცეპტი ყაყაჩოს თესლითა და შებოლილი ძეხვით, რომელიც შეგიძლიათ თამამად მოამზადოთ ნებისმიერ დღესასწაულზე

მე ძალიან ბევრი ნათესავი მყავს, შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში იმდენ იუბილეს და ქორწილებს აღვნიშნავთ, რომ ჩემთვის თითქმის შეუძლებელია ახალი რეცეპტის პოვნა ორიგინალური და საინტერესო კერძის მოსამზადებლად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ ძალიან შეეცდები, ნებისმიერ დავალებას გაუმკლავდები.

დღეს ჩვენ გვსურს გაგიზიაროთ ორიგინალური სალათის რეცეპტი ყაყაჩოს თესლით, რომელიც არა მხოლოდ სასიამოვნოდ და უჩვეულოდ გამოიყურება, არამედ გამოირჩევა გასაოცარი გემოთი. აუცილებლად მოამზადეთ იგი და გაუმასპინძლდით ძვირფას სტუმრებს!

ინგრედიენტები

  • 350 გრ შებოლილი ძეხვი
  • 250 გრ მაგარი ყველი
  • 200 მლ არაჟანი
  • 1 ს.კ. ყაყაჩოს თესლი
  • 3 კბილი ნიორი
  • 6 ც პომიდორი
  • 200 გრ “სუხარი”
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ძეხვი, პომიდორი და ყველი პატარა კუბებად დაჭერით.

2. დაჭყლიტეთ ნიორი და დაუმატეთ დაჭრილ ინგრდიენტებს.

3. ყაყაჩოს თესლი შეურიეთ არაჟანს ან მაიონეზს, მოაყარეთ მარილი, მოურიეთ და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტს. სალათზე “სუხარი” მოათავსეთ და კარგად მოურიეთ.

მზა სალათს შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი მწვანილი ან გააფორმოთ პომიდვრის ან ძეხვის პატარა ნაჭრებით. სალათს ძალიან უხდება კარტოფილის ნებისმიერი კერძი, ცხელი ტოსტი და გრილზე შემწვარი ბოსტნეული. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი