გემრიელი “ბადრიჯანი როგორც სოკო”! მეტად ადვილი რეცეპტი უბრალოდ არ არსებობს

1401

“ბადრიჯანი ოგორც სოკო” ძალიან სწრაფად მზადდება! მე ეს რეცეპტი, ჩემი მეგობრის დედამ გამიზიარა და დამაგემოვნებინა ეს კერძი.

მზა ბადრიჯანი უნდა მოათავსოთ ქილებში, მაცივარში. პიკანტური და მარილიანი, უხდება ნებისმიერ გარნირს.

ინგრედიენტები

  • 5კგ ბადრიჯანი
  • 0,5-1კგ კამა
  • 1 ჭიქა გასუფთავებული ნივრის კბილები
  • 1-2 მწარე წიწაკა
  • 2,5 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 ჭიქა ძმარი
  • 2 ჭიქა მცენარეული რაფინირებული ზეთი

მომზადება

1.საჭერით გასუფთავებული ბადრიჯანი კუბიკებად, მოაყარეთ მარილი. მოასხით წყალი და მოათავსეთ ცეცხლზე, როცა წყალი ადუღედება, გარეცხეთ ბადრიჯანი და ისევ მოათავსეთ ქვაბში.

2.მოხარშეთ ბოსტნეული ადუღების შემდეგ 5 წუთი.

3.დაჭერით ნიორი წვრილად და დაჭყლიტეთ.

4.წვრილად დაჭერით კამა და დაუმატეთ ნიორს.

5.ნიორს და კამას დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოურიეთ.

6.მოხარშული ბადრიჯანი მოათავსეთ თუშფალანგზე, რათა ჩამოიწრიტოს ზედმეტი სითხე.

7.მომზადებული მარინადი მოასხით ბადრიჯანს, კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ ქილებში. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში!

გემრიელად მიირთვით!