ხრაშუნა კომბოსტო მარტივად, რომელსაც ბოშები ხშირად ამზადებენ

1091

დამწნილებული კომბოსტო და სტაფილო, ბოშების რეცეპტით. ზამთარს ძალიან უხდება!

ეს რეცეპტი ნამდვილად იდეალურია!

ინგრედიენტები

  • 1ლ წყალი
  • 2 სუფრის კოვზი მარილი
  • 2,5კგ კომბოსტო
  • 50გ სატფილო
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 3 სურნელოვანი წიწაკა
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1.წყალში გახსენით მარილი. ამასობაში მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები.

გაასუფთავეთ კომბოსტო და წვრილად დაჭერით.

2.დაჭერით სტაფილო წვრილად და აურიეთ კომბოსტოს, დაუმატეთ სურნელოვანი წიწაკა, ჩვეულებრივი წიწაკა და დაფნის ფოთოლი. შეგიძლია გამოიყენოთ საყვარელი სანელებლები.

3.კომბოსტო გადაიტანეთ დასამწნილებლად შერჩეულ ჭურჭელში.

ჩატკეპნეთ კომბოსტო და მოასხით მარინადი. ამ დროის განმავლობაში მარინადის მასაში მარილი სრულიად უნდა გახსნილიყო, მაგრამ კოვზით მაინც მოურიეთ.

4.კომბოსტო მთლიანად წყლით უნდა იყოს დაფარული.

5.დააფარეთ ბრტყელი თეფში და დააფარეთ თავსაფარი. დაელოდეთ 5 დღე. კომბოსტოს დასამწნილებლად აუცილებად სჭირდება ჟანგბადი, ამიტომაც თავსაფარი ძალიან მჭიდროდ არ დააფაროთ.

5 დღის შემდეგ მად იქნება უგემრიელესი კომბოსტო, რომელიც ზამთარში ძალიან აქტუალურია.

გემრიელად მიირთვით!