არომატული რულეტები პომიდვრითა და სოკოთი: ნაზი, მსუბუქი და გემრიელი

1011

როცა რაიმე გემრიელი ცომეულის მირთმევა მინდა და დიდი დრო არ მაქვს, ვიღებ ფენოვან ცომს და ვიწყებ შემოქმედებას. ბავშვებს ტკბილეული უფრო უყვართ, დიდებისთვის კი სხვა ვარიანტებიცაა.

მაგალითად, დღესასწაულის, წვეულების ან პიკნიკისთვის შესანიშნავი ვარიანტია რულეტები სოკოთი და პომიდვრით. მათი მომზადება ძალიან მარტივია და ხანდახან პროცესში ბავშვებსაც ვრთავ. მოკლედ, მოამზადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 150 გრ პომიდორი ჩერი
  • 150 გრ ქამა სოკო
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 50 გრ ზეთისხილი
  • 50 გრ პარმეზანი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. ორეგანო
  • 0,5 ჩ.კ. ბაზილიკი
  • 1 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. ქუნჯუთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაჭერით ყოველი პომიდორი 4 ნაწილად.

2. დაჭერით სოკო და შეწვით ზეთში გატარებულ ნიორთან ერთად სანამ სითხე არ აორთქლდება.

3. უკურკო ზეთისხილი დაჭერით და შეურიეთ სოკოსა და პომიდორს. დაუმატეთ სუნელები, მარილი და მოურიეთ.

4. გააბრტყელეთ ცომი, მოათავსეთ შიგთავსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაახვიეთ რულეტი და დაჭერით 2-3 სმ ნაჭრებად.

5. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ნაწარმი, წაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ ქუნჯუთი და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

უგემრიელესი რულეტები შეგიძლიათ მიირთვათ ცხლადაც და ცივადაც, სურვლისამებრ გაამდიდროთ ინგრედიენტებით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!