ხორცსაკეპის გარეშე კატლეტებს 30 წუთში ვამზადებ – გაინტერესებთ როგორ? არ გამოტოვოთ რეცეპტი!

834

პირადად მე ძალიან მიყვარს კატლეტი, მაგრამ არ მიყვარს ხორცსაკეპთან მუშაობა. ამიტომაც ჩემთვის იდეალური ვარიანტი კატლეტების ამ მოწყობილობის გარეშე მომზადებაა.

ჩვენი რედაქცია ყოველთვის საუკეთესო და გემრიელ რეცეპტებს გთავაზობთ. ჩვენ ასევე ვზრუნავთ რეცეპტების გამარტივებაზე და მათი მომზადების დროის შემცირებაზე. იმის დამტკიცებას ვცდილობთ, რომ მცირე რესურსებითაც შეიძლება ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძის მომზადება.

ინგრედიენტები

  • 500გ ქათმის ხორცი
  • 1 ქათმის კვერცხი
  • 150გ ყველი
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • სანელებლები
  • მშრალი ნიორი
  • საფანელი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.გარეცხეთ ხორცი, გაამშრალეთ ხელსახოცით. დაჭერით წვრილად.

2.მოაყარეთ სანელებლები, მარილი, წიწაკა, ნიორი. შეგიძლიათ გამოიყენოთ საყვარელი მწვანილი.

3.ხორცის მასაში ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ. დროა ყველი მოაყაროთ. კარგად მოურიეთ.

4.მიღებულ ფარშს მიეცით კატლეტების ფორმა.

5.შეწვით ტაფაზე 3 წუთი თითოეული მხრიდან. შეგიძლიათ შეწვამდე ამოავლოთ საფანელში.

კატლეტებს ძალიან უხდება პომიდვრის სოუსი. დაჭერით ქინძი და დაუმატეთ სქელ პომიდვრის წვენს. ეს ისაა რაც გვჭირდება!

გემრიელად მიირთვით!