ხაჭოს პეროგი სწრაფი რეცეპტით, რომელიც პირში უბრალოდ დნება

1520

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ხაჭოს პეროგს სასიამოვნო კარაქი–ხაჭოს გემოთი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება. რბილი, სველი და პირში მდნობი დესერტი ყველას მოეწონება. მოსამზადებლად მარტივი ინგრედიენტები სჭირდება, რომელთაც სამზარეულოში იპოვით. ასეთი პეროგი სუფრიდან წამებში ქრება და ყველა, ვინც მას სინჯავს, რეცეპტს ითხოვს. თითებს ჩაიკვნეტთ!

ინგრედიენტები:

  • 150 გრ კარაქი
  • 250 გრ 5-9%–იანი წვრილი ხაჭო
  • 3 კვერცხი
  • 250 გრ შაქარი
  • 2 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 150-250 გრ ფქვილი (ხაჭოს სისველის მიხედვით)

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 100 გრ შაქრის ფხვნილი
  • 2 ს/კ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი
  • წყალი აუცილებლობის შემთხვევაში – სქელი, წელვადი ტექსტურა უნდა მიიღოთ

მომზადების წესი:

1. თასი აიღეთ, კარაქი მოათავსეთ, შაქარი, ვანილის შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. მიქსერით 2–3 წუთით ათქვიფეთ.

2. ხაჭო დაუმატეთ და კიდევ 1–2 წუთით ათქვიფეთ. კვერცხი დაუმატეთ და შაქრის გახსნამდე ათქვიფეთ. გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და აურიეთ.

3. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით, ცომი ჩაასხით, მთელ ფორმაში გაათანაბრეთ. 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ.

4. პეროგი ოდნავ გააცივეთ.

5. ჭიქური გააკეთეთ. შაქრის ფხვნილი, ლიმონის ან ფორთოხლის წვენი, წყალი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

6. პეროგს ზემოდან ჭიქური მოასხით.

7. გემრიელი ხაჭოს პეროგი მზადაა! ისღა დაგრჩენიათ ჩაი მოადუღოთ. სასიამოვნო ჩაის სმას გისურვებთ!