ხარშვისა და სტერილიზაციის გარეშე: კიტრის მარტივი სალათი ზამთრისთვის

342

წელს კიტრის მოსავალი გვახარებს, ამიტომ Gastronomia.ge–ს რედაქცია კიტრის სალათის მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტს გიზიარებთ. ზამთარში ნამდვილი აღმოჩენაა. ისეთი გემო აქვს, თითქოს კვლებიდან ახლახანს დაკრიფეს.

კიტრის სალათს ზამთრისთვის 325 ან 500 მლ ქილებში ვხუფავ. საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან ოჯახში ასეთი ულუფა 2-3 ჭამაზე იხარჯება. რამდენიმე თვე სიცივეში გაჩერებისას ბოსტნეული კარგად იჟღინთება და ზომიერად ცხარე და მარილიანი ხდება. დაჟინებით გირჩევთ, რომ უახლეს მომავალში სალათის მომზადება სცადოთ. საოცრად სწრაფი და გემრიელია!

რასთან ერთად მივირთავთ კიტრის სალათი ზამთარში

კიტრის სალათს იდეალურად უხდება კარტოფილის პიურე, თევზის და ხორცის კერძები. სუფრაზე გატანის წინ სალათს არარაფინირებული მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი მოასხით, დაჭრილი კამა და ხახვი მოაყარეთ. გემოვნებით ნებისმიერი რამ დაუმატეთ.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კიტრი
  • 130 გ ხახვი
  • 125 გ შაქარი
  • 130 გ ნიორი
  • 50 გ მარილი
  • 70 მლ ძმარი

მომზადების წესი:

1. კიტრი რგოლებად დაჭერით, ხახვი – თხელ ნახევარ რგოლებად ან რგოლებად, თუ პატარა თავი გაქვთ.

2. ნიორი დაჭყლიტეთ.

3. კიტრი, ნიორი, ხახვი, მარილი და შაქარი აურიეთ. ძმარი დაასხით და კარგად აურიეთ.

4. სალათს თავსახური დაახურეთ და მაცივარში მთელი ღამე დასამარინადებლად გააჩერეთ.

5. სალათი სუფთა მშრალ ქილებში გადაანაწილეთ და გამოსული წვენი დაასხით. კარგად ჩატუმბეთ, რომ სიცარიელე არ დარჩეს. ლითონის თავსახურით კარგად მოხუფეთ.

6. ასეთი სალათი გრილ ადგილას, მაგალითად, სარდაფში ან მაცივარში შეინახეთ.

სალათს მომზადებისას შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი მწვანილი, მაგალითად, ქინძი ან ოხრახუში. ზედმეტი არ იქნება. თუ კონსერვის მომზადებაზე დიდი დროის დახარჯვა არ გსურთ, მაშინ კლასიკური რეცეპტით ზედმეტი ინგრედიენტების გარეშე მოამზადეთ.