წვნიანი თევზის ფილე ბოსტნეულითა და სოუსით სულ რაღაც 20 წუთში

1911

ღუმელში იდეალური თევზის მოსამზადებლად, აუცილებლად გამოაცხვეთ ის ბოსტნეულთან და მოამზადეთ სურნელოვანი სოუსი. დღეს “გასტრონომია” გთავაზობთ თევზისა და ყაბაყის საინტერესო რეცეპტს.

თევზის ფილე ნაზი და წვნიანი გამოდის, ბოსტნეული კი იჟღენთება თევზის წვენით, შედეგად კი იდეალურად შეხამებულ კერძს ვიღებთ. მოდით შევუდგეთ ამ შესანიშნავი კერძის მომზადებას!

ინგრედიენტები

  • 400 გრ თეთრი თევზის ფილე
  • 1 ც ყაბაყი
  • 50 გრ მაგარი ყველი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • თევზის სინელები გემოვნებით
  • კამა გემოვნებით

მომზადება

1. დაამარინადეთ თევზის ფილე სუნელებში და დატოვეთ 30 წუთით.

2. გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად ყაბაყი.

3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით ზეთი და დაალაგეთ ყაბაყი რამდენიმე საფეხურად.

4. თასში მოურიეთ არაჟანი, გახეხილი ყველი და დაჭრილი კამა.

5. დაალაგეთ ყაბაყზე ქათმის ფილე, უხვად წაუსვით სოუსი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

მიირთვით მზა კერძ კარტოფილის პიურესთან, სოუს ტარტართან ან ბოსტნეულის სალათთან. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!