ცხობის გარეშე და მარტივად: ჩიზქეიქი, რომელსაც ნებისმიერი კენკრით ვამზადებ

298

კენკრის ჩიზქეიქს ცხობის გარეშე ვამზადებ. ცხელ ამინდში ცხობა ნამდვილი გამოცდაა! აქ, ყველაფერი მარტივია და დესერტი საოცრად გამოიყურება. თავიდან ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ ჩიზქეიქი საკონდიტრო მაღაზიაში ვიყიდე, მაგრამ ამაყად ვუპასუხე: „არა, თავად გავაკეთე!“

დესერტის გემოს თვისებების შესახებ: წარმოუდგენლად ნაზია, პირში დნება. არომატული, ეს იმიტომ, რომ 60% ახალი კენკრის, ლიმონის ცედრისა და ლიმონის წვენისგან შედგება. ორცხობილის ფხვიერი ცომი კრემიან ყველის ბაზას და ჟელეს თხელ ფენას იდეალურად ეთავსება. კენკრით და პიტნის ფოთლებით გაფორმებას გირჩევთ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ჩიზქეიქს ლურჯი მოცვით ცხობის გარეშე. ნამდვილად საზაფხულო დესერტია.

კენკრის ჩიზქეიქი

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 85 გ კრეკერი ან ფხვიერი ორცხობილა
  • 40 გ კარაქი

ჩიზქეიქის ინგრედიენტები:

  • 300 გ ნაღების ყველი
  • 100 გ ნაღები
  • 80 გ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 200 გ ლურჯი მოცვი
  • 10 გ ჟელატინი
  • 35 მლ წყალი
  • 20 გ შაქარი
  • 0,5 ლიმონი (ცედრა და წვენი)

კენკროვანი ჟელეს ინგრედიენტები:

  • 150 გ ახალი კენკრა
  • 150 მლ წყალი
  • 5 გ ჟელატინი
  • 20 მლ წყალი
  • 15 მლ ლიმონის წვენი
  • 10 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ გალღობილი კენკრა

მომზადების წესი:

1. ორცხობილა საგორავით ან ბლენდერით დაფშვენით. კარაქი მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ. კარაქი ნაფშვენს დაასხით და აურიეთ.

2. ნაფშვენი ფორმის ძირში (16-20 სმ დიამეტრი) მოათავსეთ, ხელით და ჭიქით მომავალი ფენა კარგად ჩატუმბეთ. ფორმა მაცივარში შეინახეთ.

3. კენკრა (ახალი ან გალღობილი) ღრმა ტაფაში მოათავსეთ, შაქარი დაუმატეთ. ლიმონის ცედრა გახეხეთ და ლიმონის წვენი გაწურეთ. სუსტ ცეცხლზე შაქრის გადნობამდე ხარშეთ. ადუღებამდე არ მიიყვანოთ.

4. კენკრა დააბლენდერეთ და გაგრილებამდე გააჩერეთ. ჟელატინს ცივი წყალი დაასხით და გასივებამდე გააჩერეთ. ნაღების ყველი, შაქრის ფხვნილი (70 გ) და ვანილის ექსტრაქტი (ან ვანილი) აურიეთ.

5. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ცალკე თასში ნაღები 10 გრამ შაქართან ერთად ათქვიფეთ.

6. ჟელატინი ოდნავ გააცხელეთ და კენკრის პიურეს აურიეთ. კვლავ დააბლენდერეთ. მიღებულ მასას ნაღების ყველი დაუმატეთ და მიქსერით ათქვიფეთ. ნარევს ნაღები ორ ეტაპად დაუმატეთ. ძალიან ნაზი მასა გამოვა. კარაქი ბისკვიტის ფენას დაასხით და მაცივარში შეინახეთ.

7. ჟელატინი ცივ წყალში ჩაალბეთ და გასასივებლად გააჩერეთ. წყალი, ლიმონის წვენი და შაქარი აურიეთ. ცოტა ლურჯი მოცვი დაუმატეთ. აურიეთ. კენკრა მოაშორეთ, ჟელატინი დაუმატეთ. ჩიზქეიქს ახალი კენკრა მოაყარეთ. ჟელატინის 2/3 მასა მოასხით. პარკი დააფარეთ და საყინულეში 10 წუთით შედგით.

8. ვადის გასვლის შემდეგ ჩიზქეიქი საყინულიდან გამოიღეთ (ამ დროში ჟელე შეიკვრება) და დარჩენილი ჟელე მოასხით. 5 საათით მაცივარში შეინახეთ, სანამ კარგად შეიკვრება.

9. მზა დესერტი ახალი კენკრით და პიტნის ფოთლებით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით.

ამ რეცეპტით კენკრის ჩიზქეიქი არა მხოლოდ ლურჯით მოცვით შეგიძლიათ მოამზადოთ. მარწყვით, ჟოლოთი ან მოცხარითაც ძალიან გემრიელი გამოდის. ერთი შეხედვით, რთული მოსამზადებელია, მაგრამ მარტივად მზადდება. ხოლო როცა ჩიზქეიქს აფორმებთ, თავს ნამდვილ მხატვრად გრძნობთ. რეკომენდაციას ვუწევთ!