ძროხის ხორცის ცხარე ატრია

3255

ატრია რამენი – ხორბლის ფქვილით არის დამზადებული. იგი ჩინური და იაპონური სამზარეულოს აუცილებელი ინგრედიენტია. შეგიძლიათ  ამ კერძში იტალიური კვერცხის ატრია ან ბრინჯის ატრია გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ატრია რამენი
  • 500 გ ძროხის ხორცის ფილე
  • 2 ს.კ. აზიური წიწაკის ზეთი
  • 90 მლ (6 ს.კ.) ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. სოიის რუხი საწებელი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. ნედლი კოჭა
  • 1 ჩ.კ. საწებელი
  • ტაბასკო
  • 2 ს.კ. მიწის თხილის ზეთი
  • 1 წითელი ხახვი
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 180 გ ბარდა პარკით
  • 150 გ სიმინდის მარცვალი
  • 1 წითელი წიწაკა
  • 2 ჩ.კ. ხმელი წით. წიწაკის ფანტელი
  • 2 მწვანე ხახვი

მომზადების წესი:

  1. ატრია პაკეტზე მითითებული წესით მოამზადეთ. წყალი გადაწურეთ.
  2. წიწაკის ზეთით, 3 ს.კ. ლიმონის წვენით, სოიის საწებლით დაჭყლეტილი  ნივრით, წვრილად გახეხილი კოჭათი და საწებელ ტაბასკოთი მოამზადეთ  მარინადი. ძროხის ხორცის გრძელი  ნაჭრები  ჩადეთ.
  3. ზეთი ვოკში ან დიდ ტაფაში  გააცხელეთ. მოშუშეთ ხახვი. განუწყვეტლივ  ურიეთ. დაუმატეთ ძროხის ხორცი მარინადით, 5-6 წთ შუშეთ, ვიდრე ხორცი ოდნავ დაიბრაწება, დაუმატეთ თხლად დაჭრილი ბულგარული  წიწაკა, მწვანე ბარდა, სიმინდის მარცვლები, ხმელი წიწაკა, წითელი წიწაკის ფანტელი და დარჩენილი 3 ს.კ. ლიმონის წვენი. შუშეთ და განუწყვეტლივ ურიეთ, ვიდრე ბოსტნეული დარბილდება.
  4. დაუმატეთ მწვანე ხახვი და ატრია, ცეცხლს აუწიეთ. ურიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.