ჩვეულებრივი ბლინები ხელოვნების ნიმუშად რომ აქციოთ, მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტოპინგი – თაფლისა და შოკოლადის სოუსი. ამას სულ რაღაც 20 წუთი დასჭირდება. შინ მომზადებული ტოპინგები ყოველთვის ჯობია მაღაზიაში ნაყიდს: ჩვენი სოუსი ნატურალურია და არ შეიცავს კონსერვანტებს.
დაგჭირდებათ 1 ფილა შავი შოკოლადი და თაფლი. სოუსის კალორიულობა – 100 გრამზე 165 კკალ.
ინგრედიენტები
- 110 გრ შავი შოკოლადი
- 150 მლ ნაღები
- 0,5 ჭიქა შაქარი
- 3 ს.კ. თაფლი
- 2 ს.კ. კარაქი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
მომზადება
- დაფხვენით შოკოლადის ფილა. ჩაყარეთ ნახევარი პატარა ქვაბში, დაამატეთ თაფლი, შაქარი, ნაღები, კარაქი, მარილი და დადგით ნელ ცეცხლზე. ურიეთ მუდმივად, სანამ არ შესქელდება და ბუშტუკები არ გაჩნდება.
- ხარშეთ კიდევ 7 წუთის განმავლობაში, ურიეთ ინტენსიურად. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ დარჩენილი შოკოლადი, ვანილი და კარგად მოურიეთ. გააცივეთ შოკოლადი და კიდევ 5 წუთის განმავლობაში ურიეთ.
ჩვენი მარტივი სოუსი მზადაა. მოასხით საყვარელ ბლინებს ან ოლადებს და დატკბით შესანიშნავი გემოთი. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!