ფარშირებული წიწაკა ქათმით

543

მარტივი და ეფექტური ვახშამი, რომელიც მზადდება 15 წუთში!

ფარშირებული წიწაკა ქათმით, ეს ჩემი ფავორიტი კერძია.

ამ კერძისთვის არ არის აუცილებელი გამოიყენოთ ქათმის ფილე, არამედ შეგიძლიათ ქათმის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება.

მაიონეზი შეგიძლიათ შეცვალოთ იოგურტით და ამით კერძი გახადოთ ნაკლებად კალორიული.

ინგრედიენტები

  • ბულგარული წიწაკა 5 ცალი
  • მარილი, შავი წიწაკა და ბაზილიკი გემოვნებით
  • ყველი 150გ
  • ნიორი 3 კბილი
  • მწვანე ხახვი 4 ცალი
  • პომიდორი 1 ცალი
  • მაიონეზი 3 სუფრის კოვზი
  • ქათმის ბარკალი 3 ცალი

მომზადება

  1. გარეცხეთ წიწაკა, გაასუფთავეთ. 1 წიწაკა დააქუცმაცეთ შიგთავსისთვის.
  2. მოამზადეთ შიგთავსი: დაჭერით ქათამი, დაუმატეთ დაჭრილი წიწაკა და ხახვი.
  3. მოაყარეთ ხახვი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ბაზილიკი და მოასხით მაიონეზი.
  4. ამოავსეთ წიწაკები და გამოაცხეთ 55 წუთი 200 გრადუსზე.
  5. მოაყარეთ ყველი და გამოაცხეთ დამატებით 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!