ჩქმერული – ქათმის ხორცი ნივრიან რძის სოუსში

2071

ძალიან გემრიელი ქართული კერძი, რომელიც რაღაცით ქათამ ტაბაკას ან საცივს ჰგავს.

ქათმის ხორცი ხრაშუნა ქერქის მიღებამდე იწვება და ნაზ ნივრიან სოუსში მზადდება.

ტრადიციული ჩქმერული სუფრაზე ლავაშთან და 1 ჭიქა ნამდვილ ქართულ ღვინოსთან ერთად გააქვთ.

ინგრედიენტები:

  • 1200 გრ – 1 ახალგაზრდა ქათამი ან წიწილა
  • 1 თავი ნიორი
  • 250 მლ რძე
  • 50 გრ კარაქი
  • 4-5 ს/კ მცენარეული ზეთი
  • სანელებლები (უცხო სუნელი, პაპრიკა, აჯიკა, ქინძი, ქართული სანელებლები თქვენი გემოვნებით)
  • მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ქათამი გარეცხეთ, ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ, გააბრტყელეთ და ჩაქუჩით ნაზად დანაყეთ.
  2. ყველა მხრიდან სანელებლები და მარილი წაუსვით, 20-30 წუთით გააჩერეთ.
  3. დიდ, ღრმა ტაფაზე (იდეალური იქნება ტრადიციული ქართული ტაფა – კეცი) მცენარეული ზეთი გააცხელეთ, ქათამი მოათავსეთ და მძიმე თავსახური ან ჩვეულებრივი სახურავი მძიმე ტვირთით დაადეთ. 15 წუთით ერთი მხრიდან შეწვით.
  4. ქათამი გადააბრუნეთ და კიდევ 15 წუთით მეორე მხრიდან შეწვით.
  5. ცეცხლიდან გადმოდგით, ცოტა გააგრილეთ და ნაჭრებად დაჭერით.
  6. სანამ ქათამი იწვება სოუსი მოამზადეთ: ტაფაზე კარაქი გაადნეთ და მასში დაპრესილი ნიორი შეწვით, ცოტა მარილი დაუმატეთ, რძე დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და რამდენიმე წუთით გასქელებამდე თუშეთ.
  7. ქათმის ნაჭრები მაღალ გვერდებიან ფორმაში ჩააწყვეთ და მიღებული სოუსი მოასხით.
  8. ქათამი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით აცხვეთ.
  9. სუფრაზე ცხელი კერძი გაიტანეთ. ოხრახუშის, ქინძის ან რეჰანის ტოტებით მორთეთ.
  10. გემრიელად მიირთვით!