ჩეხურად დამწნილებული სოსისები ქილაში

893

ამ კერძისთვის უამრავი სახის მარინადის მომზადება შეიძლება.

ამ კერძს საოცარი ლეგენდა და ისტორია აქვს

100 წლის წინ ცხოვრობდა შამენეკ ბარუნოვი. მის მფლობელობაში იყო წისქვილი და პატარა ლუდის ბარი. ერთხელაც მან სოსისები ხახვის მარინადში ჩადო, რათა მათზე შენახვის ვადა გაეზარდა. რამდენიმე დღეში ამ კერძით ის სტუმრებს გაუმასპინძლდა. მისი ბარი მთელ ჩეხეთში გახდა ცნობილი. სამწუხაროდ ის წისქვილის გარემონტებისას ჩამოვარდა და დაიხრჩო. ამ კერძს სწორედაც, რომ ‘ჩაძირულს’ ეძახიან იქაურები.

ინგრედიენტები

  • 400გ სარდელი
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • 750მლ წყალი
  • 5 ცალი შავი წიწაკის და სურნელოვანი წიწაკის მარცვალი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი მარილი
  • 2 მწნილი კიტრი
  • 1 ხახვი
  • 3 მწარე წიწაკა
  • 5 კბილი ნიორი
  • 4 დაფნის ფოთოლი
  • მწვანე ხახვი

მომზადება

1.750მლ წყალს დაუმატეთ მარიი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი, 2 სუფრის კოვზი ძმარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი. მარინადი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე.

2.დაჭერით ხახვი. დააქუცმაცეთ მწვანე ხახვი.

3.გაასუფთავეთ ნიორი და დაჭერით.

4.დაჭრით მწარე წიწაკა.

5.დაჭრით მწნილი კიტრი.

6.როცა ყველა ინგრედიენტი მზად იქნება, სარდელები გაჭერით შუაზე, ოღონდ არა ბოლომდე. ქილაში მოათავსეთ ინგრედიენტები.

7.ყველა ინგრედიენტი უნდა მოხვდეს ქილაში.

8.ჩაასხით მარინადი და დააფარეთ თავზე. ცივ ადგილას შეინახეთ 14 დღე.

გემრიელად მიირთვით!