შქმერული – ქართული კულინარიის რაჭული მარგალიტი!

3597

 შქმერული რაჭული კერძია, მისი სახელი რაჭის სოფლიდან – შქმერიდან მოდის და მთელ საქართველოში ძალიან პოპულარულია. თუ ეს კერძი ჯერ არ მოგიმზადებიათ, აუცილებლად მოამზადეთ ჩვენი რეცეპტით.

ინგრედიენტები:

  • წიწილა – 1 ცალი
  • ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი 3 კბილი
  • წყალი 1/2 ჩაის ჭიქა

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული და გარეცხილი წიწილა გავჭრათ შუაზე, მოვაყაროთ მარილიი და დავდოთ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე.
  2. ზემოდან დავახუროთ თეფში და ზედ დავადოთ მძიმე საგანი ისე, რომ წიწილას ყველა ნაწილი კარგად შეეხოს ტაფას.
  3. შევწვათ ორივე მხრიდან.
  4. შემწვარი წიწილა დავჭრათ და ჩავალაგოთ ღრმა ლანგარში.
  5. ტაფაზე დარჩენილ ცხიმს დავუმატოთ დანაყილი ნიორი, წყალი და წამოვადუღოთ.
  6. მომზადებული წვენი დავასხათ დაჭრილ წიწილას ისე, რომ დაიფაროს.

წვენი შეიძლება სხვადასხვაგვარად მომზადდეს:

პირველი ვარიანტი:

ტაფაზე დარჩენილ ცხიმს დავუმატოთ 3 კბილი დანაყილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზი და 1/2 ჩაის ჭიქა წყალი. ერთი წამოვადუღოთ და წიწილას დავასხათ.

მასალა დამატებით: 

გატარებული ნიგოზი 2 სუფრის კოვზი

მეორე ვარიანტი: 

ტაფაზე დარჩენილ ცხიმს დავუმატოთ 3 კბილი დანაყილი ნიორი, მაყვლის წვენი (მაყვალი გავჭყლიტოთ და გავწუროთ) და წამოვადუღოთ.

მასალა დამატებით: 

მაყვალი 8-10 ცალი