სახლში მომზადებული ზეფირი – ბავშვების საყვარელი ტკბილეული

1350

დაბალკალორიული რეცეპტი, რომელიც შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ 80კკ 100გ-ზე, მარტივად მზადდება და საოცრად გემრიელია.

ინგრედიენტები

  • კეფირი 1ლ
  • უცხიმო არაჟანი 3/4 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ჟელატინი 2 სუფრის კოვზი
  • წყალი 2 ჭიქა
  • ვანილი 1/2 შეკვრა

მომზადება

  1. ჟელატინი მოათავსეთ თბილ წყალში 30-40 წუთი, შემდეგ დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  2. კეფირი, არაჟანი, შაქარი, ვანილი ათქვიფეთ მიქსერით 5-6 წუთი. ნელ-ნელა დაუმატეთ ჟელატინი და კიდევ 4-5 წუთი ურიეთ.
  3. მიღბული მასა ჩაასხით ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში 3-6 საათი. ზეფირი დაჭერით.

სახლში მომზადებული ზეფირი ძალიან უხდება ხილს და ჯემებს.

გემრიელად მიირთვით!