შემწვარი თევზი ხახვის კლიარში: არომატული, გემრიელი, წვნიანი

999

შემწვარი თევზი ხახვის კლიარში ძალიან არომატული, გემრიელი და წვნიანი კერძია, რომელიც ოჯახის წევრებს ძალიან შეუყვარდებათ. ნებისმიერი თევზი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, ღურკანა, თუმცა ნებისმიერი თევზით გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 600 გრ ღურკანას ფილე
  • 100 გრ არაჟანი
  • 1-2 ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა
  • 3 ს/კ ფქვილი
  • ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. თევზი გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ, ულუფებად დაჭერით.
  2. ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ. ერთგვაროვანი სოუსის მისაღებად ხახვის და ნივრის მასას 2–3 ს/კ წყალი დაუმატეთ და ისე დააბლენდერეთ.
  3. ამ სოუსს კვერცხი, არაჟანი, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.
  4. ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ, კლიარს აურიეთ.
  5. მცენარეული ზეთი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  6. კლიარში თევზი ჩადეთ და აურიეთ.
  7. ჭურჭელს თავსახური დაახურეთ და მაცივარში 30 წუთით გასაგრილებლად გააჩერეთ. ეს ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ და პირდაპირ შეწვაზე გადახვიდეთ. თუმცა კლიარში გაგრილებული თევზი უკეთ იწვება და მცენარეულ ზეთს ნაკლებად იწოვს.
  8. თევზის ნაჭრები ორივე მხრიდან შეწვით.
  9. გემრიელად მიირთვით!