ღურკანას კაპიტნური რეცეპტი, რომელიც ორაგულზე გემრიელი გამოდის

463

წითელი თევზი სასარგებლო ცხიმების, განსაკუთრებით ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის მდიდარი წყაროა. ასევე ცილებით და სხვა მიკროელემენტებით სავსეა. გარდა ამისა, კარგი გემო აქვს და სადღესასწაულო ატმოსფეროს ვიზუალურად უხდება. Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ დაამარილოთ ღურკანა, რომ მისი გარეგნობა და გემო მყისიერად გაუმჯობესდეს.

არამცოდნე სტუმარს ღურკანა შეიძლება ყველასთვის საყვარელ ორაგულში აერიოს. ფერი მშვენიერია, გემო ჯადოსნური, ტექსტურა უბრალოდ დიდებული. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. ინგრედიენტები მოამზადეთ.

როგორ დავამარილოთ ღურკანა

ინგრედიენტები:

  • გაგრილებული ღურკანას კარკასი
  • 3 კბილი ნიორი
  • მცენარეული ზეთი
  • ადიღეური მარილი (ან მარილი + ახალდაფქული შავი წიწაკა)

მომზადების წესი:

1. თევზს მიხედეთ. გარეცხეთ, ქაღალდის პირსახოცზე გაამშრალეთ. ხერხემლის გასწვრივ ჩაჭერით და ფილეს ნაწილებად დაყავით. დასამარილებლად მხოლოდ „სამარხვო“ ნაწილები დაგჭირდებათ. თავი და ხერხემალი მოაშორეთ. მუცლის ნაწილი (ყველაზე ცხიმიანი) მოაჭერით და პინცეტით ყველა წვრილი ძვალი ამოიღეთ.

2. სხვათა შორის, ტყავიც არ გვჭირდება. თევზს პირდაპირ სუფრაზე გასატანად მოვამზადებთ. ისე, რომ მისი მირთმევისას ზედმეტი მოძრაობა არ მოგვიწიოს. ძალიან თხელი დანა აიღეთ და ზედმეტი ნაწილები ფრთხილად მოაშორეთ. ერთი შეხედვით, რთული საქმეა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია. მეორე ფილე ზუსტად რამდენიმე წუთში მზად იქნება.

3. თევზი მისაღებ ნაჭრებად დაჭერით. იდეალურ შემთხვევაში „კბილის“ ზომის უნდა იყოს. ეს მოსახერხებელია, როცა მაგიდასთან ბევრი სტუმარია და ყველას საინტერესო წასახემსებლის გასინჯვა სურს. გარდა ამისა, რაც უფრო პატარაა ნაჭერი, მით უფრო უკეთ დამარინადდება.

4. კონტეინერს მცენარეული ზეთი წაუსვით. ღურკანას ნაჭრები ჩააწყვეთ და ადიღეური მარილი მოაყარეთ. შემდეგ ზეთის ფენა წაუსვით. პირველი სართული მზადაა. ახლა ზემოდან კიდევ თევზის ნაჭრები დააწყვეთ, მარილი და ზეთი დაუმატეთ. ასე გაიმეორეთ, სანამ თევზის ნაჭრები არ დამთავრდება. დაქუცმაცებული ნიორი მოაყარეთ, კონტეინერს თავსახური დაახურეთ და მაცივარში 3-4 საათით შეინახეთ.

დამარილების დროზეა დამოკიდებული თევზის მომზადება. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო მკვრივი და დამარილებული გამოვა. მსუბუქი, ნაზი ტექსტურისთვის 2 საათი საკმარისია. ადიღეური მარილი ძალიან არომატული და ძლიერია. სწორედ ამიტომ, ღურკანა მისი თაიგულიდან ცოტას მიიღებს და უკეთესი გახდება.

თუ ჩვეულებრივ მარილს იყენებთ, წიწაკა და თქვენთვის საყვარელი სანელებელი დაუმატეთ. ახალი ან ხმელი მწვანილი გამოგადგებათ. თევზისთვის საინტერესო გემოს მინიჭება ერთგვარი ხელოვნებაა. როგორც მინიმუმ, მზარეულებისთვის. ზედმეტი არ მოგივიდეთ, ზოგჯერ სტუმრებს მხოლოდ ხარისხიანი თევზის სუფთა არომატის შეგრძნება სურთ.