ეს საკმაოდ ნოყიერი წვნიანია, ამიტომ თავისუფლად შეიძლება სადილად სტუმრების დანაყრებას.
სამბალ ოლეკი – წიწაკის ცხარე საწებელი. ჩვენებური აჯიკის მსგავსი პროდუქტი.
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. მიწის თხილის ზეთი
- 2 ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 350 გ დიდი კრევეტი – თავებით, ნიჟარებით
- 1 ს.კ. სამბალ ოლეკი
- 1.5 ლ (6 ჭ) ქათმის ბულიონი
- 250 გ ღორის უცხიმო ფარში
- 1 ჩ.კ. ტაილანდური თევზის საწებელი
- 1 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი
- 250 გ კვერცხის ახალი ან მშრალი ატრია
- 100 გ (2 ჭ) ლობიოს ღივები
- 50 გ (1 ჭ) ისპანახის ფოთლები
მომზადების წესი:
- ზეთი დიდ ქვაბში გააცხელეთ. მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 3/4 ნიორი.
- დაუმატეთ კრევეტის თავები, ნიჟარები, სამბალ ოლკი და კიდევ 2-3 წუთი შუშეთ. დაასხით ბულიონი და აადუღეთ. დაახურეთ და კიდევ 15 წთ ადუღეთ.
- ამასობაში, ჯამში კარგად შეურიეთ ფარში, თევზის საწებელი, შაქარი და დარჩენილი წვრილად დაჭრილი ნიორი. მიეცით ტრიუფელების ფორმა.
- დიდ ქვაბში წყალი აადუღეთ. მოხარშეთ ატრია ან პაკეტზე მითითებული წესით მოამზადეთ. გადაუწურეთ წყალი.
- ბულიონი წვრილ საწურზე გაწურეთ, ქვაბში დააბრუნეთ და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ. ხორცის ტრიუფელისებური ბურთები შიგ ჩაალაგეთ და მოხარშეთ. გადმოდგით ცეცხლიდან.
- ატრია ოთხ ფიალაში გაანაწილეთ. ლობიოს ღივები და ისპანახის ფოთლები დაადეთ, ჩამჩით დაასხით ბულიონი. ღორის ხორცის ბურთები და კრევეტებიც თანაბრად გაანაწილეთ. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.