ბრაზილიური სტაფილოს ნამცხვარი – უგემრილესი ვახშამი!

637

დღეს ჩვენ პატარა მოგზაურობას მოვიწყობთ ულამაზესი ბრაზილიის მიმართულებით. დღევანდელი რეცეპტი სწორედ, რომ აქედანაა – სტაფილოს ნამცხვარი მულტისახარშ ქვაბში.

ეს დესერტი ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ინგრედიენტები

  • 250გ სტაფილო
  • 250გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 4 ცალი ქათმის კვერცხი
  • 200მლ ნეიტრალური მცენარეული ზეთი
  • 300გ შქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • ვანილი და მინანქარი

მომზადება

1.გრეცხეთ, გაასუფთავეთ და გახეხეთ სტაფილო. შეგიძლიათ კომბაინში დააქუცმაცოთ, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიეტები და ათქვიფოთ.

2.უნდა გამოგივიდეთ ერთგვაროვანი მასა. შეიძლება ის მოგეჩვენოთ ძალიან ტკბილად, რადგან 300გ შაქარი გამოვიყენეთ, მაგრამ ეს ნორმაა. ბრაზილიაში ძალიან უყვართ ტკბილეული. მოაყარეთ ფქვილი.

3.ფქვილტან ერთდ დაუმატეთ გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ. ცომი გადაიტანეთ მულტისახარშ ქვაბში და აირჩიეთ რეჟიმი “ცხობა”. ზედაპირი აუცილებლად უნდა დამიშავდეს ცხიმით.

4.მზადების დრო აირჩიეთ 55 წუთი. ამ დორის შემდეგ თ ნამცხვარი არ არის მზად, მაშინ დაუმატეთ 10 წუთი.

5.მზა ნამცხვარს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი ან მოასხით მინანქარი. მისი მომზადება შეგიძლიათ 100გ შაქრის ფხვნილისგან და 2 სუფრის კოვზი წყლისგან.

შეგიძლიათ 300გ შაქრის ნაცვლად დაუმატოთ 200გ. მე ხშირად ვუმატებ ნიგოზს ან გამომშრალ ხილს.

გემრიელად მიირთვით!