იაპონური ორცხობილა კარაქის და გლუტენის გარეშე

1787

Gastronomia.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ პირში მდნობი რძიანი ორცხობილა. საქმე მის გემოსა თუ კონსისტენციაში არაა, არამედ იმაში, რომ ცომი გრამი ფქვილისა და კარაქის გარეშე მზადდება. საინტერესოა, ასეა?

გულწრფელად ვაღიარებ, როცა პირველად ვაცხობდი დადებითი შედეგის მიღების იმედი არ მქონდა. ექსპერიმენტებისკენ ლტოლვამ გაიმარჯვა და მაინც ვცადე. ფხვიერი ორცხობილა კარაქის და გლუტენის გარეშე ნამდვილად ყველა მოლოდინს აჭარბებს. წლებია ჩემს ფავორიტად რჩება.

რატომ არის პოპულარული ორცხობილები კარაქის და გლუტენის გარეშე ახლა

პირველ რიგში, ესაა დესერტი ხორბლის ფქვილის გარეშე, ამიტომ მისი მირთმევა პრაქტიკულად ყველას შეუძლია. მეორეც, ასეთი ორცხობილა 10 წუთში მზადდება (დამატებით 10 წუთი ცხობას სჭირდება). იაპონელები დროს აფასებენ, ამიტომ მარტივი და ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვთ. ასეთი მრგვალი ორცხობილა იაპონური ნამცხვარი მოჩის ანალოგად შეგიძლიათ მიიჩნიოთ. სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხის გული
  • 80 გ მშრალი რძე
  • 120 გ სახამებელი
  • 80 გ შაქარი

მომზადების წესი:

1. 4 კვერცხის გული და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კოვზით აურიეთ.

2. მშრალი რძე და სახამებელი (სიმინდის ან კარტოფილის) დაუმატეთ. გემოს გამოსაკვეთად, მწიკვი მარილი დაუმატეთ.

3. მიღებული ნარევი ელასტიური ცომის მიღებამდე ხელით მოზილეთ.

4. ჯერ ბურთივით დაამრგვალეთ, შემდეგ ძეხვის ფორმა მიეცით. დაფაზე გადაიტანეთ.

5. ღუმელი 160 გრადუსამდე გააცხელეთ. თუ კონვექციის რეჟიმი აქვს, ჩართეთ. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.

6. ოდნავ სველი ხელით ცომს პატარა ნაწილი (დაახლოებით 25 გრამი) მოაწყვიტეთ და დაამრგვალეთ. ფორმაზე გადაიტანეთ და ოდნავ ხელი დააჭირეთ.

7. სურვილისამებრ ქოქოსის ფანტელებში, ყაყაჩოს თესლში ან დაქუცმაცებულ ნიგოზში ამოავლეთ. შეგიძლიათ არაფერი დაუმატოთ.

8. ღუმელში მოათავსეთ. რბილი ტექსტურისთვის 10 წუთით ცხობა საკმარისია, ხოლო ხრაშუნა ორცხობილას მისაღებად 13-15 წუთით აცხვეთ.

ყოველთვის მტკიცედ მწამდა, რომ გემრიელი და ლამაზი კერძის მოსამზადებლად ბევრი დრო და პროდუქტია საჭირო. როგორც ხედავთ, მხოლოდ 4 ინგრედიენტი და ნახევარი საათი საკმარისია, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინოთ. ყველაზე ხრაშუნა და ნოყიერი ორცხობილის მომზადებას გირჩევთ!