Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ არომატულ და პიკანტურ ღორის ქონს მწვადის გემოთი, რომელიც გამოგადგებათ წასახემსებლად, ბუტერბროდისთვის და სადღესასწაულო მაგიდაზე.
ინგრედიენტები:
- 1,5 კგ ქონი (მკერდის ნაჭერი)
- 1 ლ წყალი
- 100 გრ მარილი
- 3 დაფნის ფოთოლი
- 15 მარცვალი წიწაკა
- 6 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
- 1 ჩ/კ მწვადის სანელებლები
- კამა და ოხრახუში – თითო ტოტი ქილაში
მომზადების წესი:
- ქონი საშუალო ნაჭრებად დაჭერით. ქონის გარეცხვა და ქაღალდის პირსახოცით გაშრობა არ დაგავიწყდეთ.
- ხახვი რგოლებად დაჭერით.
- ქვაბში წყალი ჩაასხით, ყველა სანელებელი და მარილი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და 4 წუთით ხარშეთ. გააგრილეთ.
- სუფთა ქილებში (500 ან 700 გრამიანი) მწვანილები და ნივრის კბილები გემოვნებით ჩააწყვეთ.
- ახლა ქონის ნაჭრები მჭიდროდ ჩააწყვეთ.
- ქილები ცივი მარილწყლით ბოლომდე გაავსეთ.
- ქილებს თავსახური დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე 2 დღე გააჩერეთ.
- მარინადი გადაასხით. მთელი სითხე კარგად მოაშორეთ.
- ახალი მარინადი მოამზადეთ. 100 გრ მარილი 1 ლ წყალზე გამოიყენეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, 4 წუთით ხარშეთ და გააგრილეთ.
- მარინადი ქილებში ჩაასხით, მოხუფეთ და მაცივარში 3 დღე შეინახეთ.
- ქილიდან ქონის ნაჭრები ამოიღეთ, ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ, პერგამენტში ან ფოლგაში გაახვიეთ და საყინულეში შეინახეთ.
- გემრიელად მიირთვით!