ღამით ვაშლს შაქარს ვაყრი, დილით მარმელადივით სქელ ჯემს ვიღებ

462

ვაშლის ჯემს, რომელიც სახლში ნატურალური პროდუქტებით მომზადებულია, ოქროს ფასი აქვს. ასეთი ჯემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭოკვერაში, პეროგსა და რულეტში და საერთოდ ნებისმიერ ცომეულში. ჯემის მომზადება საკმაოდ მარტივია.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ვაშლის ჯემის რეცეპტს, რომელსაც დამწყებიც გაუმკლავდება. მარმალედავით სქელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 700 გ შაქარი

მომზადების წესი:

1. ვაშლი გარეცხეთ და დაჭერით. თასში წყალი და ლიმონის წვენი (1 ლ წყალი 2 ს/კ ლიმონის წვენზე) ჩაასხით და ვაშლის ნაჭრები ჩაყარეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ წყალი გადაასხით და ვაშლის ნაჭრები გარეცხეთ.

2. შაქრის ნახევარი რაოდენობა ვაშლს მოაყარეთ და გააჩერეთ. ასე ხილს წვენი გამოუვა. ამ მომენტს დაელოდეთ. თუ სურვილი გაქვთ, შაქარმოყრილი ვაშლი მთელი ღამე გააჩერეთ.

3. ვაშლი ქვაბში გადაიტანეთ და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ფერის გამუქებას და მასის გასქელებას დაელოდეთ. ამ პროცესს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. ჯემი დააბლენდერეთ.

4. დარჩენილი შაქარი დაუმატეთ. 15 წუთით ხარშეთ. გირჩევთ, არ აურიოთ, რადგან ასე ძალიან გასქელდება.

5. ქილები გარეცხეთ და გაასტერილეთ. მაგალითად, სუფთა ქილები ლანგარზე გადაბრუნებული დააწყვეთ და ღუმელში 100 გრადუსზე ნახევარი საათით გაასტერილეთ.

6. ჯემი ქილებში ჩაასხით. ნეილონის თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით.

რედაქციის რჩევა – თუ დიდხანს შენახვა გსურთ, მეტი შაქარი დაუმატეთ, ზუსტად 1 კგ შაქარი 1 კგ ვაშლზე. ამავდროულად, ნაკლები შაქრით უფრო გემრიელი და სასარგებლო გამოდის. ჯემს ლიმონის ცედრა ან დარიჩინი არომატისთვის დაუმატეთ.