ქათმის ღვიძლის სალათის ყველაზე მომგებიანი ვარიანტი: მხოლოდ 4 ინგრედიენტია საჭირო

6044

სტერეოტიპების მიხედვით, ხორცის სალათების მომზადება ყველაზე რთულია. ეს უკავშირდება ხანგრძლივ პერიოდს და ხარჯებსაც. ამიტომ დიასახლისების უმეტესობა უპირატესობას ბოსტნეულის და თევზის სალათებს ანიჭებს.

დღეს ჩვენ ხორცის სალათის ყველაზე სწრაფ ვარიანტს შემოგთავაზებთ – ქათმის ღვიძლის სალათი მჟავე კიტრით. ის ინგრედიენტების მინიმალური რაოდენობისგან შედგება და ძალიან იოლად მზადდება.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ქათმის ღვიძლი
  • 3 ც მჟავე კიტრი
  • 1 ც ხახვი
  • 100 გრ კორეული სტაფილო
  • 100 გრ მაიონეზი
  • 20 მლ ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. მდოგვი
  • 2 კბ ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ქათმის ღვიძლი და შეწვით ზეთში, შედეგ გადმოიღეთ თეფშზე და გააცივეთ.

2. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად და მოთუშეთ ზეთში. მოხარშეთ კვერცხი.

3. მოხარშული ღვიძლი და მჟავე კიტრი დაჭერით თხლად, სიგრძეზე.

4. სოუსის მოსამზადებლად შეურიეთ მდოგვი, მაიონეზი, გატარებული ნიორი და დაჭრილი კვერცხის გული.

5. ღრმა სასალათეში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, შეანელეთ სოუსით, დაუმატეთ მარილი და კარგად მოურიეთ.

მზა კერძი მორთეთ გემოვნების მიხედვით და გემრიელად მიირთვით! კორეული სტაფილო შეგიძლიათ კარაქში მოთუშული ახალი სტაფილოთი ჩაანაცვლოთ, ამგვარად სალათი ნაკლებად ცხარე გამოვა. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!