ქათმის და ლორის უგემრიელესი ხემსი

773

თუ კერძის მოსამზადებლად საჭირო დრო არ გაქვთ, არ ინერვიულოთ, რადგადნ ჩვენი რედაქცია ყოველთვის მარტივ და სწრაფ რეცეპტებს გთავაზობთ. მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ საოცარი საუზმე, სადილი და ვახშამი. ქათმის ხემსი ჩემი ფავორიტი ნამდვილად გახდა!

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკლები 1კგ
  • მარილი 1 სუფრის კოვზი
  • ნივრის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი
  • იტალიური სანელებლები 0,5 ჩაის კოვზი
  • სანელებლები ხორცისთვის 1 სუფრის კოვზი
  • ღორის ტყავი 1კგ
  • წიწაკების მიქსი გემოვნებით

მომზადება

1.ხორცს მოაშორეთ ძვლები. დაუმატეთ 0,5 სუფრის კოვზი მარილი, ხორცის სანელებლები, 0,5 ჩაის კოვზი ნიორი, მოურიეთ და დაელოდეთ 15 წუთი.

2.კარგად გაასუფთავეთ ღორის ტყავი, მოაჭერით ზედმეტი ცხიმი. მოაყარეთ მარილი და სანელებლები, კარგად შეაზილეთ.

3.ქათამი ტყავის ერთ კუთხეში მოათავსეთ და გადაახვიეთ რულეტისებურად. შეკარით ძაფით, რათა არ გაიხსნეს.

4.რულეტს შემოახვიე პერგამენტის ქაღალდი და ორი ფენა ფოლგა. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთი, ხოლო შემდეგ 1,5-2 საათი 100 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!