ქათმის ბარკლები ნაღების სურნელოვან მარინადში: 3 მარტივი ნაბიჯი და იდეალური კერძი მზადაა

2087

ჩემმა მეგობარმა საბერძნეთში მოგზაურობიდან შესანიშნავი კერძის რეცეპტი ჩამომიტანა. ქათმის ბარკლები მარინადში ბერძნულად ყოველი სადღესასწაულო სუფრის საუკეთესო კერძი გახდა ჩემს ოჯახში.

საიდუმლო იმაშია, რომ ამ მეთოდით მომზადებული ხორცი მაქსიმალურად წვნიანი რჩება, ამასთან, ყველასათვის საყვარელი ხრაშუნა დაბრაწული კანი აქვს.

ინგრედიენტები

  • 2 კგ ქათმის ბარკალი
  • 200 გრ იოგურტი
  • 1 ც ლიმონი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩ.კ. ორეგანო
  • 2 კბ ნიორი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ იოგურტი, ზეითუნის ზეთი, ორეგანო, გატარებული ნიორი, სუნელები, დაჭრილი მწვანილი, ლიმონის ცედრა და 2 ს.კ. წვენი.

2. მოათავსეთ პარკში ქათმის ბარკლები, ჩაასხით სოუსი, კარგად შეანჯღრიეთ და შედგით მაცივარში  30 წუთით.

3. ამოიღეთ ქათმის ბარკლები, მოაცილეთ ზედმეტი სითხე, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით.

სულ რაღაც 3 ნაბიჯი და არომატული, წვნიანი და გემრიელი კერძი მზადაა! ჩემს ოჯახში მას გრილზე ამზადებენ, ჩემი მეგობარი კი ორთქლზე. სცადეთ თქვენც და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!